დღის სიახლეებისიახლეები

ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 209 მოქალაქემ მოითხოვა

0
გაზიარება

2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 209 მოქალაქემ მოითხოვა, –  ინფორმაციას EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო ავრცელებს.

გასულ წელს თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ითხოვდნენ. კერძოდ, გერმანიაში სულ 9 194 ქართველის განაცხადი შევიდა, საფრანგეთში – 7 210, ხოლო იტალიაში – 3 105.

2023 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 1.14 მლნ შეადგინა, რაც ბოლო 7 წელში რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მეტი განაცხადი ევროკავშირმა სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებისგან მიიღო. ამასთანავე, პალესტინის მოქალაქეებისგან მიღებული განაცხადების რაოდენობა წლის ბოლოს გაიზარდა. ჯამში ყველაზე მეტი მოთხოვნა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან კვლავ გერმანიაში შევიდა და 334 000 შეადგინა.

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!