დღის სიახლეებისიახლეები

ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე შემცირებას განიხილავენ- Reuters

0
გაზიარება

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით:თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი ქვეყანა ერთმანეთისგან გაყო.“

რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე გერმანია, გაზის ფასზე რაიმე ლიმიტის დაწესებას ეწინააღმდეგება. გერმანული მხარე აცხადებს, რომ ამან შესაძლოა, მიწოდების უზრუნველყოფა გაართულოს, ხოლო ბელგია, იტალია და პოლონეთი, პირიქით, მიიჩნევენ, რომ ეს მომხმარებლებსა და ეკონომიკას ენერგიაზე მაღალი ფასების შოკისგან დაიცავს. გერმანია პოზიციას არ იცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებას შესაძლოა, 13 დეკემბრის შეხვედრაზეც ვერ მიაღწიონ და 19 დეკემბერს მორიგი შეხვედრა გახდეს საჭირო.

Reuters წერს, რომ ჩეხეთის ახალი ფასი 22 ნოემბერს შეთავაზებულ ფასზე 55 ევროთი ნაკლებია. როცა მეგავატსაათის ზღვრულ ფასად 275 ევრო (1000 მ³-ზე 2901 ევრო) დასახელდა. მაშინ აღნიშნული ოდენობა „ზედმეტად მაღალ“ ფასად შეფასდა.აგვისტოში გაზის ღირებულება 1000 მ³-ზე, თითქმის, 3600 დოლარამდე გაიზარდა, მოგვიანებით კი დაეცა და 6 დეკემბრის მდგომარეობით მან 1000 მ³-ზე 1400 დოლარი შეადგინა.

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!