ევროპის აკადემიური ცენტრის დელეგაციას დელეგაციას ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია მასპიძნლობა, რომელმაც სასამართლოს მუშაობის სტრუქტურაზე, სპეციფიკასა და კომპეტენციის ფარგლებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტსა და ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში,სადაც დელეგატებმა ევროპარლამენტის პოლიტიკური დაჯგუფებების შესახებ, ევროპის პარლამენტში წევრ ქვეყანათა და წევრ დეპუტატთა კვოტირების შესახებ მიიღეს ინფორმაცია
„ვიზიტები ჩატარდა უმაღლეს ინსტიტუციებში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.შემდეგი ვიზიტი იყო ევროპის საბჭოში, ჩვენ დელეგაციას უმასპინძლა მარი როუზ პრევოსტმა, რომელმაც დელეგატებთან ევროსაბჭოს შექმნის ისტორია განიხილა, მისი ძირითადი პრინციპები და მნიშვნელობა ცივილიზებულ სამყაროში, ევროსაბჭოში ასევე დელეგაციას უმასპინძლა ქალბატონმა სოფო ჯაფარიძემ, რომელიც ამჟამად ვენეციის კომიტეტის სამართლებრივი მრჩეველია, მან მისი მუშაობის გამოცდილება და ვენეციის კომისიის მნიშვნელობა განიხილა.
აღნიშნული პროექტი იყო ნაყოფიერი და მრავლის მომცემი. კიდევ უფრო თვალსაჩინოა ის თუ რატომ უნდა დაუკავშიროს ქართველმა ახალგაზრდებმა მათი სამომავლო პერსპექტივები ევროპას, ევროპული განვითარების გზას.“ – ეთერ სანაია, ევროპის აკადემიური ცენტრის დამფუძნებელი
დელეგატებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ევროპარლამენტის კომპეტენციის შესახებ, ახალგაზრდული ცენტრის დაარსების ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე, გაეცნენ ახალგაზრდა თაობის პროფესიული და კარიერული ზრდა-განვითარების ევროპულ მექანიზმს. შეხვედრისას ისაუბრეს განათლებისა და ერუდიციის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდულ პროექტებსა და მათ სამომავლო პერსპექტივებზე.
ევროპის უმაღლეს ორგანიზაციებში ვიზიტით იმყოფება არაფორმალური განათლების პროექტი: გლობალური კრიზისების ფორუმი 2022 წლის გამარჯვებული დელეგატები, მარიტა გრიგოლაშვილი და ტატო დიასამიძე, აღსანიშნავია ის რომ, გამარჯვებული დელეგატების გამგზავრება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ და დეპუტატ ბეჟან წაქაძის ბიურომ უზრუნველყო.
ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპის აკადემიური ცენტრის დამფუძნებელი ეთერ სანაია, პროექტის მენეჯერი მარიამ დანელია.დელეგატებს შორის იმყოფებოდნენ სტუდენტები,იურისტები და მოსწავლეები, როგორც საქართველოს დედაქალაქიდან,ასევე რეგიონებიდან.