დღის სიახლეებისიახლეები

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი, ლიეტუვური ლოგისტიკური კომპანია Girteka საქართველოში 1 000 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებს

0
გაზიარება

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი, ლიეტუვური ლოგისტიკური კომპანია „გირტეკა“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის „უცხოური პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის“ (FDI გრანტის) ბენეფიციარი გახდა.

პროგრამის ფარგლებში, კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში 400 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და 1 000 000 ევროს ინვესტიცია განახორციელებს. კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.

“FDI საგრანტო პროგრამის მიზანია პოტენციური და არსებული ინვესტორების წახალისება საქართველოში. კერძოდ, ახალი და დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე სექტორებში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვა სექტორებთან ერთად, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს სერვისების აქტივობების განხორციელების შემთხვევაში 15%-მდე ქეშბექის მიღება შეუძლიათ საერთაშორისო კომპანიებს”, – წერია სააგენტოს ინფორმაციაში.

„გირტეკა“ საინვესტიციო ლოკაციის შერჩევის ეტაპზე აქტიურად თანამშრომლობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების – Invest in Georgia-ს გუნდთან ქვეყანაში არსებული პოტენციალის შესასწავლად და კვალიფიციური სამუშაო ძალისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის გამო, არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. კომპანიამ გასულ წელს თბილისში გლობალური სერვისების ოფისი (GBS) გახსნა და ამ ეტაპზე საქართველოში 65-მდე ადამიანს ასაქმებს და მიმდინარე წლის ბოლომდე დასაქმებულთა რაოდენობის 200-მდე გაზრდას გეგმავს.

„გირტეკა” გლობალურად 23 500 ასაქმებს. კომპანიის 9 200 სახმელეთო სატვირთო ავტომობილი ყოველწლიურად 800 000 რეისს ახორციელებს ევროპაში სკანდინავიასა და დ.ს.თ.-ის ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!