დღის სიახლეებისიახლეები

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა

0
გაზიარება

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა, რომელსაც ბრიუსელი ევროპის საიმიგრაციო სისტემის „ნიშანდობლივ რეფორმად“ მიიჩნევს.

„თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციის პაქტი უფრო სამართლიან და უსაფრთხო მიგრაციის სისტემას უზრუნველყოფს, რომელიც ადგილებზე კონკრეტულ ცვლილებებს გამოიწვევს. ახალი წესები ევროპის თავშესაფრის სისტემას უფრო ეფექტურს გახდის და წევრ ქვეყნებს შორის სოლიდარობას გაზრდის,“ – აცხადებს ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში, ნიკოლ დე მური.

ნიკოლ დე მურის თქმით, „ევროკავშირი, ასევე, გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან არალეგალური მიგრაციის ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად.“

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ახალი პაქტი ადგენს წესებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მიგრანტებისა და ლტოლვილების მიღების მოწესრიგებულ მართვას, ეფექტური და ერთიანი პროცედურების შექმნასა და წევრ ქვეყნებს შორის მიგრაციული ტვირთის სამართლიან გადანაწილებას.

ევროპული საბჭოს კომუნიკეში წერია, რომ „სულ 10 საკანონმდებლო აქტი დამტკიცდა, რომელიც ევროპის თავშესაფრისა და მიგრაციის მართვის მთელი სისტემის რეფორმირებას მოახდენს.“

საბჭოს მიერ მიღებული კანონების იმპლემენტაციისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ორი წელი აქვთ. ამ პროცესში წევრი ქვეყნების დასახმარებლად ახალი კანონების აღსრულების ზოგად გეგმას ევროკომისია მალე წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!