ბიზნესი

Facebook-ის შემოსავლები ისტორიაში პირველად შემცირდა

0
გაზიარება

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრშია – ისტორიაში პირველად, Facebook-ის მშობელი კომპანიის Meta Platforms-ის კვარტალური შემოსავლები შემცირდა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 28.8 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის $29.1-მილიარდიან მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობას, Facebook-ის ძირითადმა ბაზამ 2.93 მილიარდი უნიკალური ანგარიში შეადგინა, ხოლო აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1.97 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსთა პროგნოზს.

Meta-ს ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, შემოსავლების შემცირების განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი გლობალური ეკონომიკური ვითარების გაუარესება და ზედმეტად გამყარებული ამერიკული დოლარია. საგულისხმოა, რომ კვარტალური შედეგების გაუარესების მიზეზად აღნიშნულ ფაქტორებს ასახელებენ სხვა მსხვილი ამერიკული კომპანიებიც.

ექსპერტების შეფასებით, Meta-ს მთავარი გამოწვევა კონკურენტი პლატფორმის TikTok-ის გაძლიერებაა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია, რომელშიც მომხმარებელი უჩვეულოდ დიდ დროს ატარებს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ Meta-ს მფლობელობაში არსებული მესიჯინგ პლატფორმა WhatsApp ისევ წამგებიან პროექტად რჩება, რომლის კომერციალიზაციის რეალური სტრატეგია კომპანიას ჯერაც არ აქვს; Instagram-ის მიმართ კი კრიტიკა ყოველდღიურად იზრდება, რაც სოციალური ქსელის ალგორითმის ცვლილებითა და აშკარად შესამჩნევი „ტიკტოკიფიკაციის“ პოლიტიკითაა განპირობებული.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Meta-ს მთავარი პროექტი – მეტავერსი ჯერაც განვითარების საწყის ეტაპზეა და მის კომერციალიზაციაზე საუბარი უახლოეს მომავალში აზრს მოკლებულია. საგულისხმოა, რომ მეტავერსის დეპარტამენტის გამო მეორე კვარტალში კომპანიამ 2.81 მილიარდი დოლარით იზარალა.

Meta-ს დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, კომპანიის კვარტალური პროგნოზები შემცირებულია და გაფართოების სტრატეგიაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით ან წლით გადაიწევს.

„ეს რთული ვითარება ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს, ნაკლები რესურსებით უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს“, – ასე გამოეხმაურა ცუკერბერგი ახალი ვაკანსიების გამოცხადებისა და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის საკითხს.

იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგები, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, საფონდო ბირჟის ოფიციალურად გახსნამდე Meta-ს აქციების ღირებულება თითქმის 5%-ითაა შემცირებული. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 459 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო „საირმე“ გახდა

სასტუმრო „საირმემ“ Welcome to Georgia-ს 2022 წლის შემაჯამებელ ცერემონიაზე, ზედიზედ მეორედ, „საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმროს“ ჯილდო მოიპოვა. ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის დაჯილდოებაზე, 350 მონაწილიდან, სულ 24…

თებერვალში მშენებლობა წლიურად 5%-მდე გაძვირდა

2023 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობა თითქმის 5%-ით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით…

Netflix-ის მძაფრსიუჟეტიან ფილმში Extraction 2 ქართველი მსახიობები ითამაშებენ

Netflix-ის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, Extraction 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელ კრის ჰემსვორტთან ერთად ქართველ მსახიობებსიც ჩანან. Extraction 2-ში მსახიობები თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე…

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5390 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 5აპრილის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5420…

ფორმულა 1-ის პარტნიორ პრემიუმ ბრენდებს საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, ფორმულა 1-ის ჩემპიონატი, მარტიდან მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ავტორბოლის ყველაზე ძვირ და მაღალტექნოლოგიურ სახეობაში რბოლა ნოემბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულიც ამ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!