ეკონომიკადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

FedEx, Boeing, Alibaba, Moderna – ბირჟებზე საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიები გასულ 24 საათში

0
გაზიარება

ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილების მოლოდინში, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე გაურკვევლობის მაღალი დონე ნარჩუნდება – ბაზრის ძირითადი ტენდენცია ისევ დაღმასვლისკენაა მიმართული, თუმცა შედარებით მსუბუქი ფორმებით: აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ღირებულება (S&P 500), დაახლოებით, 0.4%-ით შემცირდა; 0.5%-ით დაეცა Dow Jones-ის ინდექსის ღირებულება, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება უმნიშვნელოდ, 0.18%-ითაა გაზრდილი.

გასულ 24 საათში საუკეთესო შედეგი გლობალურ ლოგისტიკურ კომპანია FedEx-ს ჰქონდა, მისი აქციების ღირებულება 14.4%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის მენეჯმენტში დაანონსებული ცვლილებებითა და დივიდენდის განაკვეთის ზრდითაა განპირობებული.

ზრდის განსაკუთრებით ძლიერი ტენდენცია დაფიქსირდა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან მიმართებით – Pinduoduo-ს აქციები თითქმის 12%-ით გაიზარდა; 6.8%-ით მოიმატა Baidu-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ; JD.Com-ის აქციების ფასი 6.1%-ითაა გაზრდილი, ხოლო უმსხვილესი ჩინური კომპანიის Alibaba-ს საბაზრო ღირებულება 4.4%-ითაა გაზრდილი.

ტექნოლოგიური კომპანიებიდან გამორჩეული შედეგი ჰქონდა Oracle-ს, რომლის აქციების ღირებულება 24 საათში 10.4%-ით გაიზარდა, რაც დამაკმაყოფილებელი ფინანსური ანგარიშის გასაჯაროებასთანაა დაკავშირებული.

5.4%-ით გაიზარდა Boeing-ის აქციების ღირებულება, რაც კომპანიის საწარმოო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ზრდითაა განპირობებული. გასულ თვეს კომპანიამ 35 თვითმფრინავის წარმოება შეძლო, მათ შორის, 737 MAX-ის, 777-ისა და 747-ების, საერთო ჯამში, წელს Boeing-მა 165 თვითმფრინავის მშენებლობის წარმატებით დასრულება შეძლო, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინებს.

გასული 24 საათი წარმატებით დასრულდა შემდეგი მსხვილი ამერიკული კომპანიებისთვისაც: CF Industries (+7.9%); CH Robinson (+6.1%); Las Vegas (+5.5%); Monolithic Power (+4.5%); Monster Beverage (+4.3%); Moderna (+3.8%).

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირა ინვესტორთათვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მოსალოდნელია, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზო პუნქტით გაზარდოს, თუმცა ინვესტორთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ გამკაცრების მაჩვენებელმა 100 საბაზო პუნქტს ანუ 1%-ს მიაღწიოს.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!