დღის სიახლეებისიახლეები

Forbes-ის კვლევის თანახმად, ახალი წლის შესახვედრად ევროპაში 10 საუკეთესო ადგილს შორის, მე-5 ადგილს საქართველო იკავებს

0
გაზიარება

პროფესიული მოგზაურობის ორგანიზაცია, European Best Destinations კვლევის თანახმად, თბილისი ახალი წლის გასატარებელ 10 საუკეთესო ქალაქს შორის მოხვდა და ის მე-5 ადგილს იკავებს.

„თბილისი, შეიძლება ითქვას, რომ ახალი წლის შესახვედრად თავისი ფასებით, ყველაზე ორიგინალური არჩევანია. თბილისი, ლონდონსა და პარიზზე ხუთჯერ უფრო იაფია. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში იმავე ფასად შეგიძლია დარჩენა, რამდენიც ბერლინში სამვარსკვლავიანი სასტუმრო ღირს. აღსანიშნავია, უსაფრთხოებაც. თბილისი, კრიმინალის ძალიან დაბალი დონით გამოირჩევა. ასევე, ბრიტანელი და ამერიკელი ტურისტებისთვის იქ მოხვედრა მარტივია (ვიზის აღება საჭირო არ არის). ეს ადგილი ასევე არაჩვეულებრივია საკვებისა და ღვინის მოყვარულებისთვის. ხოლო, თბილი საშობაო და საახალწლო დეკორაციები იანვრის შუა რიცხვებამდეა მორთული. გარდა ამისა, ბევრი კონცერტი იმართება. თბილისის საახალწლო სოფელი და მორთულობა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში“, – აღნიშნულია სტატიაში.

რაც შეეხება პირველ ადგილს, სტატიაში მას პორტუგალიის კუნძული, მადეირა იკავებს და აღნიშნულია, რომ ეს არის საუკეთესო ადგილი, საახალწლო ფოიერვერკის სანახავად, რომელიც ფუნჩალის ყურეში (ყველაზე დიდი და მდიდრული ევროპაში) იმართება.

რეიტინგის ათულში მოხვდნენ ისეთი ქალაქები, როგორიცაა მარბელა (ესპანეთი), ლონდონი (ინგლისი), ლისაბონი (პორტუგალია), პრაღა (ჩეხეთი), იბიცა (ესპანეთი), სან მიგელი (აზორენი), ედინბურგი (შოტლანდია) და პორტო (პორტუგალია).

კვლევის ფარგლებში, ჯამში 112 ქვეყნის, 11 963 მოგზაური გამოკითხა.

მსგავსი სიახლეები

iPhone 16 – პირველი სმარტფონი, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის შეიქმნა

iPhone 16-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შედგა The Weeknd-ის უახლესი სინგლის, Dancing in the Flames-ის ვიდეოს ჩვენება კულისებს მიღმა, რომელიც მთლიანად iPhone 16 Pro-ს მეშვეობით არის გადაღებული. Apple-ის ახალი…

საქართველოში ოჯახები შემოსავლების თითქმის ნახევარს სურსათზე ხარჯავენ – ISET

ISET-ს კვლევით ინსტიტუტი საქართველოში სურსათის ფასებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სურსათზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მძიმედ შინამეურნეობებზე აისახება. კერძოდ, შინამეურნეობები მთლიანი…

ევროპაში გაზი ძვირდება

ევროპაში შემოდგომის მოსვლასთან ერთად ბუნებრივ აირზე ფასები იზრდება. Bloomberg წერს, რომ ძირითადი ფიუჩერსები 1 მგვტ/სთ-ზე 38 ევროს უახლოვდება. წელიწადის ამ დროისთვის ფასები მაღალია და განპირობებულია არასტაბილური მიწოდებით,…

თბილისის მეტროს მემანქანის საშუალო თვიური სარგო 3 434 ლარს შეადგენს

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივლისის პერიოდში, თბილისის მეტროპოლიტენში მგზავრთა გადაყვანას 226 მემანქანე ახორციელებდა - თბილისის მერია მერიის ცნობით, შვიდ თვეში 226 მემანქანემ ჯამში, 5 432 423 ლარის თანამდებობრივი სარგო…

2024 წელს მსოფ­ლიო 220 მი­ლი­ო­ნი ტონა პლასტმა­სის ნარ­ჩე­ნებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს-ექ­სპერ­ტე­ბი გან­გა­შის ზარს სცე­მენ

ექ­სპერ­ტე­ბი გან­გა­შის ზარს სცე­მენ. ახა­ლი მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, მსოფ­ლიო ამ წელს 220 მი­ლი­ო­ნი ტონა პლასტმა­სის ნარ­ჩე­ნებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რაც 2 ცალი გი­გან­ტუ­რი 650 Empire State Buildings-ის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!