დღის სიახლეები

ფოთში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა – ინვესტიცია ₾14.5 მილიონია

0
გაზიარება

ფოთში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გაიხსნა.

ფოთის მერის პირველმა მოადგილემ დავით კვიციანმა განაცხადა პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 14.5 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მისივე თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 350 ათასი ლარის ოდენებით კი, კომპლექსი ავეჯით, ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

„კომპლექსის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები“, – აღნიშნა ვიცე-მერმა.

მისივე ინფორმაციით, კომპლექსმა უკვე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

„ქალაქისთვის მნიშვნელოვანია სპორტული კომპლექსის არსებობა, ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო თუ ადგილობრივი შეჯიბრებების ჩატარებას. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მის პოპულარიზაციას“, – თქვა დავით კვიციანმა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!