Fredo Handmade უკვე რამდენიმე წელია როგორც ქართულ ბაზარს, ისე ქალბატონებს ალამაზებს და ამრაველფორევნებს. ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი სოფიკო უზნაძეა. ხოლო. ნახატებს, რომელიც ჩანთებს ალამაზებს მხატვარი ნენე ხიდაშელის შექმნილია.
სოფიკო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი და “ფრედოს” ურთიერთობა უჩვეულოდ დაიწყო.
“ძალიან უჩვეულოდ დაიწყო ჩემი და „ფრედოს“ ურთიერთობა. მეგობარმა მასწავლა ლაზერით ხის ფორმების გამოჭრა. სწორედ მისი საშუალებით დავიწყე ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა. თავიდან დავიწყე მარტივი სამკაულებით, შემდეგ კი ვცადე ჩანთაც. შეიქმნა ბრენდის სახელწოდებაც და, აი, უკვე თითქმის 6 წელია, ჩვენ ვცდილობთ სისტემატურად განახლებული კოლექცია შევთავაზოთ ჩვენ ერთგულ მომხმარებელს.”
აღსანიშნავია, რომ ჩანთები ნატურალური ტყავისა და ხის მასალისგანაა შექმნილი, რომელსაც ნაქარგი და ნახატი ელემენტები ემატება. კომპანია “Fredo handmade” ჩანთების გარდა სამკაულებს და აქსესუარებსაც ამზადებს, რომელთაგან დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს რუკის ფორმის ყელსაბამები. მათ მიერ დამზადებულ პროდუქციაში შედის ბეჭდები, საყურეები, ბლოკნოტები, სურათის ჩარჩოები, კედლის საათები და სხვა.
კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქცია საქართველოს ფარგლებსაც გასცდა და ახლა მათი შეძენა შესაძლებელია უკრაინაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებშიც.
“წარმატების ფორმულა ალბათ ყველასთვის ინდივიდუალურია. უბრალოდ, მთავარია მიზნის დასახვა და ამ მიზნის მისაღწევად არ დაიშურო მონდომება, პასუხისმგებლობა და ცოტაც იღბალი.” – სოფიკო უზნაძე