დიზაინიRSS კატეგორიააქსესუარებიდღის სიახლეებიმთავარიმთავარი ამბები

Fredo Handmade – მრავალფეროვანი ჩანთები ქალბატონებისთვის

0
გაზიარება

Fredo Handmade უკვე რამდენიმე წელია როგორც ქართულ ბაზარს, ისე ქალბატონებს ალამაზებს და ამრაველფორევნებს. ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი სოფიკო უზნაძეა. ხოლო. ნახატებს, რომელიც ჩანთებს ალამაზებს მხატვარი ნენე ხიდაშელის შექმნილია.

სოფიკო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი და “ფრედოს” ურთიერთობა უჩვეულოდ დაიწყო.

ძალიან უჩვეულოდ დაიწყო ჩემი და „ფრედოს“ ურთიერთობა. მეგობარმა მასწავლა ლაზერით ხის ფორმების გამოჭრა. სწორედ მისი საშუალებით დავიწყე ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა. თავიდან დავიწყე მარტივი სამკაულებით, შემდეგ კი ვცადე ჩანთაც. შეიქმნა ბრენდის სახელწოდებაც და, აი, უკვე თითქმის 6 წელია, ჩვენ ვცდილობთ სისტემატურად განახლებული კოლექცია შევთავაზოთ ჩვენ ერთგულ მომხმარებელს.”

No photo description available.

აღსანიშნავია, რომ ჩანთები ნატურალური ტყავისა და ხის მასალისგანაა შექმნილი, რომელსაც ნაქარგი და ნახატი ელემენტები ემატება. კომპანია “Fredo handmade” ჩანთების გარდა სამკაულებს და აქსესუარებსაც ამზადებს, რომელთაგან დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს რუკის ფორმის ყელსაბამები. მათ მიერ დამზადებულ პროდუქციაში შედის ბეჭდები, საყურეები, ბლოკნოტები, სურათის ჩარჩოები, კედლის საათები და სხვა.

კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქცია საქართველოს ფარგლებსაც გასცდა და ახლა მათი შეძენა შესაძლებელია უკრაინაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებშიც.

წარმატების ფორმულა ალბათ ყველასთვის ინდივიდუალურია. უბრალოდ, მთავარია მიზნის დასახვა და ამ მიზნის მისაღწევად არ დაიშურო მონდომება, პასუხისმგებლობა და ცოტაც იღბალი.” – სოფიკო უზნაძე

მსგავსი სიახლეები

ქართულ ბაზარზე ფისტა 1 000%-იანი ფასნამატით იყიდება

2023 წლის 4 თვეში საქართველოში ახალი და ხმელი ფისტის იმპორტი 3.3-ჯერ გაიზარდა.საქართველომ 883.6 ათასი აშშ დოლარის 523 ტონა ფისტა იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 261.7 ათასი დოლარის 259.4 ტონა თხილეული. წელს 1 კგ…

დღეიდან A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეუძლიათ

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, დღეიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყო A კატეგორიის…

დღეიდან პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

60 წელს გადაცილებული პირებისთვის შექმნილ პროგრამას - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ კერძო ობიექტები - „არენა“ და „ოლიმპიკი“ ემატება, რომელთა სარგებლობასაც პროგრამაში ჩართულ პირებს მერია სრულად დაუფინანსდებათ - ამის შესახებ…

გმირთა მოედანზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

გმირთა მოედანზე „ლაგუნას“ მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა კვლავ იგეგმება. კომპლექსი მოიცავს: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს. პროექტს ახორციელებს შპს…

1 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,5972 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0053 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 7733 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!