დღის სიახლეები

გაანაწილე თანხა ექვსად VELI.store-ზე თიბისის 0%-იანი განვადებით

0
გაზიარება

ონლაინ შოპინგისას უფრო მეტი კომფორტისთვის VELI.store-ზე შეძენილი საყიდლების ღირებულების განაწილება საუკეთესო პირობით 6 თვეზე უკვე თიბისი ბანკის ეფექტური 0%-იანი განვადებით შეგიძლია.

VELI.store ციფრული საყიდლების ველია, რომლის მისია მომხმარებლებისთვის შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესება და გამარტივებაა.

თუ შვებულებიდან ახლა დაბრუნდი და ფიქრობ, რომ დროა ბიუჯეტი გონივრულად განსაზღვრო, მაგრამ საყიდლების სიაც გრძელია – www.veli.store-ზე შერჩეული პროდუქციის ღირებულების 6 თვეზე განაწილება ნამდვილად ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. თანაც ეფექტური 0%-ით, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ იმ თანხას გადაიხდი მოგვიანებით, რა ღირებულებასაც საყიდლები შეადგენდა.

ამ სიახლესთან ერთად, ველიზე მოქნილი გადახდის საუკეთესო, შენზე მორგებული, პირობები სულ დაგხვდება.

თიბისი ონლაინ განვადებით სარგებლობისთვის, უნდა იყო სრულწლოვანი, საქართველოს მოქალაქე და გქონდეს ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში. სულ ესაა.

6 თვეზე განაწილების გარდა, ველიზე შეგიძლია საყიდლების ღირებულება 7-დან 12 თვემდეც გაანაწილო. ამ პირობის ფარგლებში საყიდლების განვადებით შეძენას, მისი ღირებულების 5%-იანი გაცემის საკომისიოთი მარტივად შეძლებ.

ვებგვერდზე 13 კატეგორია დაგხვდება. აქ შეძლებ, შეარჩიო პროდუქტები:

● სახლის სისუფთავისა და ხარისხიანი ტექნიკით შევსებისთვის
● ჯანსაღი ცხოვრებისა და დასვენებისგან მეტი სიამოვნების მიღებისთვის
● ყველაფერი შენს შინაურ ცხოველებზე ზრუნვისთვის
● გამორჩეული საჩუქრებისთვის
● ბავშვების დაუვიწყარი ზაფხულისა და მშობლების გამარტივებული ყოველდღიურობისთვის
● საკუთარი თავის სილამაზისა თუ სხვა თავის მოვლის საშუალებებით განებივრებისთვის
● დასამახსოვრებელი შაბათ-კვირის წვეულებისთვის და ა.შ.

ვებგვერდის შექმნისას გუნდმა გაითვალისწინა მომხმარებლის განწყობა ონლაინ შოპინგის მიმართ და მაქსიმალურად გაამარტივა რეგისტრაციისა და პროდუქტის შეძენის პროცესი.

ველიზე ახლახან გამოჩნდა სიახლე, რომელიც საშუალებას გაძლევს შეძენილი ნივთი სასაჩუქრედ შეფუთო და ადრესატს ბარათთან ერთად გაუგზავნო. სასაჩუქრე შეფუთვასა და ბარათზე დასაწერ კეთილ სურვილებს თავად ვებგვერდზე ირჩევ.

გარდა ამისა, VELI.store-მა შეიმუშავა ახალი სერვისი, რომლის ფარგლებში ნებისმიერი შენაძენის მიღება თბილისის გარშემო იმავე დღეს, საშუალოდ 3 საათშია შესაძლებელი. შეკვეთის მიწოდება კი მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!