საინტერესო სიახლეებიRSS კატეგორიასაზოგადოება

გარემოს დაბინძურება ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება

0
გაზიარება

ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებას დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამის შესახებ Deutsche Welle ჟურნალში The Lancet Planetary Health გამოქვეყნებულ კვლევაზე დაფუძნებით წერს, რომლის თემაც გლობალური სიკვდილიანობაა.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპეციალისტები აწარმოებენ. მათ დაადგინეს, რომ გარემოს დაბინძურებას საშუალოდ 9 მილიონი ადამიანი 2015 წლიდან ეწირება. მეცნიერების მიერ გაანალიზებული ბოლო მონაცემები 2019 წელს მიეკუთვნება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ „დაბინძურება ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობისთვის ექზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და თანამედროვე საზოგადოებების მდგრადობას რისკს უქმნის“. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დაბინძურებას ადამიანის ჯანმრთელობაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ომებს, ტერორიზმს, მალარიას, აივს, ტუბერკულოზს, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს.

„ქვაბში ვსხედვართ და ნელ-ნელა ვიხარშებით. გარემოს დაბინძურებას საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა რიჩარდ ფულერმა.

ბოლო მონაცემებით, დაბინძურება დაახლოებით იმდენივე ადამიანს კლავს, რამდენსაც მოწევა. შედარებისთვის, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, კოვიდ-19-ს 6 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!