საინტერესო სიახლეებიRSS კატეგორიასაზოგადოება

გარემოს დაბინძურება ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება

0
გაზიარება

ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებას დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამის შესახებ Deutsche Welle ჟურნალში The Lancet Planetary Health გამოქვეყნებულ კვლევაზე დაფუძნებით წერს, რომლის თემაც გლობალური სიკვდილიანობაა.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპეციალისტები აწარმოებენ. მათ დაადგინეს, რომ გარემოს დაბინძურებას საშუალოდ 9 მილიონი ადამიანი 2015 წლიდან ეწირება. მეცნიერების მიერ გაანალიზებული ბოლო მონაცემები 2019 წელს მიეკუთვნება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ „დაბინძურება ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობისთვის ექზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და თანამედროვე საზოგადოებების მდგრადობას რისკს უქმნის“. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დაბინძურებას ადამიანის ჯანმრთელობაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ომებს, ტერორიზმს, მალარიას, აივს, ტუბერკულოზს, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს.

„ქვაბში ვსხედვართ და ნელ-ნელა ვიხარშებით. გარემოს დაბინძურებას საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა რიჩარდ ფულერმა.

ბოლო მონაცემებით, დაბინძურება დაახლოებით იმდენივე ადამიანს კლავს, რამდენსაც მოწევა. შედარებისთვის, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, კოვიდ-19-ს 6 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა.

მსგავსი სიახლეები

ჯარი, პოლიცია, სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები… – Salenews Card სპეციალურად მათთვის

SALENEWS CARD (ყველა ფასდაკლება ერთ ბარათში)  -არის წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) პროდუქტი, რისი მეშვეობითაც ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ ფასდაკლებით ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიების…

სიახლე – „შატო ატენის“კოტეჯები სტუმრების მისაღებად მზადაა!

გორიდან 15 წუთის სავალზე აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ ხარისხიან ღვინოსა და ჭაჭას ეკადრება - მრავალფეროვანი მარანი, ლამაზი ეზო, უგემრიელესი კერძები და ახლა უკვე კოტეჯები, რომელიც სტუმრების მისაღებად მზადაა. ამ…

რატომ ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი?!

რას ნიშნავს ISO 9001_2015? ISO (International Organization for Standardization) სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ნიშნავს. ISO 9001 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას და …

მსოფლიოს ძვირად ღირებული სამეფო ქორწილები

შეიხი მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი და პრინცესა სალამა - 100 მილიონი დოლარიRarest-ის მიხედვით, აბუ დაბის შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრინცესა სალამამ 1981 წელს ერთ-ერთი ყველაზე…

„დიასახლისი“ – მრავალფეროვანი საოჯახო ნივთების სამყარო

დიასახლისი - მაღაზიების ქსელი, რომელიც კომფორტულია ყველა დიასახლისისთვის, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ საოჯახო ყოველდღიურობაში საჭირო ყველა ნივთი ერთ სივრცეში. ბავშვობის ახდენილი ოცნება-შეიძლება ასეც ეწოდოს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!