ეროვნული ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღვინის მწარმოებელი ბრენდი „თბილღვინო“ არსებობის მე-60 წელს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, 30-ზე მეტ სახელმწიფოშია წარმოდგენილი და საკუთარ პროდუქციას უცხოელებსაც აცნობს. 1962 წელს, ერთი დიდი ქარხნით დაწყებული ისტორია დღეს კომპანიის საერთაშორისო აღიარებით გრძელდება. გამოცდილი მეღვინეები, ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ნაირსახეობა და ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდების ახალ ტექნოლოგიებთან შერწყმა არის ის, რაც ბრენდს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი და მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს.
წლების განმავლობაში კომპანიაში ბევრი რამ მოხდა. პირველი დიდი საწარმოს გახსნიდან 37 წელში, 1999 წელს, სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო „თბილღვინო“-ს ისტორიაში, როდესაც ბრენდს სათავეში ძმები მარგველაშვილები ჩაუდგნენ. უკვე 2008 წელს, წინა საუკუნის ქარხნის მასშტაბური რენოვაცია განხორციელდა, კომპანიამ საერთაშორისო სერტიფიცირება გაიარა და სერტიფიცირებული ბიზნეს აკადემიის (ACB) სრულუფლებიანი წევრი გახდა. ბრენდის წინ გადადგმულმა ნაბიჯმა, უკვე 1 წელიწადში მიაღწევინა მას მორიგ წარმატებას, რა დროსაც „თბილღვინო“-მ ღვინის ექსპორტირების ლიდერის სტატუსი მიიღო, რომელიც 9 წლის განმავლობაში ურყევად შეინარჩუნა. 2011 წელს ბრენდმა გაფართოება გადაწყვიტა და ამ მიზნით ყვარლის მუნიციპალიტეტში, მომდევნო წელს ახალი საწარმო გახსნა.
2022 წლის მდგომარეობით, „თბილღვინო“ ისევ ხსნის წარმატების ფორმულას და დღევანდელი ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშეა. მის მფლობელობაშია ორი დიდი საწარმო, 226 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, რაც შესაძლებელს ხდის, ყოველწლიურად 7,5 მილიონი ბოთლი ღვინო ჩამოისხას. ეს მაჩვენებელი აძლევს საშუალებას ბრენდს, ეროვნული და საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს. დღეისათვის, კომპანიას Decanter London-ის, Berlin Wine Trophy-ის, Mondial-ის, IWSC-ისა და სხვა აკრედიტებული კონკურსისა თუ ორგანიზაციის ჯილდო აქვს მიღებული. 2016 წლის ნაფარეულმა და 2018 წლის მუკუზანის განსაკუთრებულმა მარაგმა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კონკურსზე – International Wine & Spirits Competition – მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ორივე ღვინო ოქროს მედლებით დაჯილდოვდა.
ადგილზე მისვლის გარდა, „თბილღვინო“-ს რჩეული ღვინის დაგემოვნება სახლში მიტანის სერვისით სარგებლობითაცაა შესაძლებელი, რაც მეტად პოპულარულს ხდის ბრენდს.