მეღვინეობაRSS კატეგორიავაჭრობის სფერო

გასულ საუკუნეში დაწყებული წარმატების ამბავი – „თბილღვინო“-ს ისტორია

0
გაზიარება

ეროვნული ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღვინის მწარმოებელი ბრენდი „თბილღვინო“ არსებობის მე-60 წელს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, 30-ზე მეტ სახელმწიფოშია წარმოდგენილი და საკუთარ პროდუქციას უცხოელებსაც აცნობს. 1962 წელს, ერთი დიდი ქარხნით დაწყებული ისტორია დღეს კომპანიის საერთაშორისო აღიარებით გრძელდება. გამოცდილი მეღვინეები, ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ნაირსახეობა და ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდების ახალ ტექნოლოგიებთან შერწყმა არის ის, რაც ბრენდს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი და მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს.

წლების განმავლობაში კომპანიაში ბევრი რამ მოხდა. პირველი დიდი საწარმოს გახსნიდან 37 წელში, 1999 წელს, სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო „თბილღვინო“-ს ისტორიაში, როდესაც ბრენდს სათავეში ძმები მარგველაშვილები ჩაუდგნენ. უკვე 2008 წელს, წინა საუკუნის ქარხნის მასშტაბური რენოვაცია განხორციელდა, კომპანიამ საერთაშორისო სერტიფიცირება გაიარა და სერტიფიცირებული ბიზნეს აკადემიის (ACB) სრულუფლებიანი წევრი გახდა. ბრენდის წინ გადადგმულმა ნაბიჯმა, უკვე 1 წელიწადში მიაღწევინა მას მორიგ წარმატებას, რა დროსაც „თბილღვინო“-მ ღვინის ექსპორტირების ლიდერის სტატუსი მიიღო, რომელიც 9 წლის განმავლობაში ურყევად შეინარჩუნა. 2011 წელს ბრენდმა გაფართოება გადაწყვიტა და ამ მიზნით ყვარლის მუნიციპალიტეტში, მომდევნო წელს ახალი საწარმო გახსნა.

2022 წლის მდგომარეობით, „თბილღვინო“ ისევ ხსნის წარმატების ფორმულას და დღევანდელი ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშეა. მის მფლობელობაშია ორი დიდი საწარმო, 226 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, რაც შესაძლებელს ხდის, ყოველწლიურად 7,5 მილიონი ბოთლი ღვინო ჩამოისხას. ეს მაჩვენებელი აძლევს საშუალებას ბრენდს, ეროვნული და საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს. დღეისათვის, კომპანიას Decanter London-ის, Berlin Wine Trophy-ის, Mondial-ის, IWSC-ისა და სხვა აკრედიტებული კონკურსისა თუ ორგანიზაციის ჯილდო აქვს მიღებული. 2016 წლის ნაფარეულმა და 2018 წლის მუკუზანის განსაკუთრებულმა მარაგმა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კონკურსზე – International Wine & Spirits Competition – მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ორივე ღვინო ოქროს მედლებით დაჯილდოვდა.

ადგილზე მისვლის გარდა, „თბილღვინო“-ს რჩეული ღვინის დაგემოვნება სახლში მიტანის სერვისით სარგებლობითაცაა შესაძლებელი, რაც მეტად პოპულარულს ხდის ბრენდს.

მსგავსი სიახლეები

Art Life Studio – საუკეთესო ადგილი თქვენი შვილების განვითარებისათვის!

Art Life Stuio - ში თქვენი შვილები ქართულ ხალხურ სიმღერებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას პროფესიონალი გუნდის მეშვეობით შეისწავლიან მისამართი : ქ. რუსთავი, მეგობრობის ქუჩა 9 (ფოსტის შენობა მესამე სართული) საკონტაქტო…

გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ

გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ შესაძლოა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს აღნიშნული ჩანაწარი,  თუმცა ამ ეტაპზე…

კისი გარდენ -კავკასიონის შესანიშნავი ხედები და კახური სტუმართმასპინძლობა თბილისიდან 75 კმ-ზე

თბილისიდან 75 კმ-ის მოშორებით სიმწვანისა და სიმშვიდის სრული ნაზავი „Kisi Garden • კისი გარდენ“, მდებარეობს, სადაც კახური სტუმართმასპინძლობა, სუფთა გარემო, აუზი, ღვინის დეგუსტაცია, საკონფერენციო სივრცე და დაუვიწყარი მოგონებები…

საქართველოდან სანელებლების ექსპორტის ღირებულებამ 12.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია

საქართველოდან სანელებლების ექსპორტი, ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტის ღირებულებამ 12.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წლის…

Starbucks-ი მეშვიდე წელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კვების ბრენდია

Starbucks-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სარესტორნო ბრენდების რეიტინგში ლიდერობას იმყარებს Brand Finance-ის მონაცემებით გასული წლის განმავლობაში, ბრენდის ღირებულება 17%-ით, 53,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაეხმარა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!