დღის სიახლეებისიახლეები

გასულ წელს საქართველოში მოქმედმა ბანკებმა საკომისიოებიდან 672 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

0
გაზიარება

ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 2022 წელთან შედარებით თანხა 101 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

საკომისიო შემოსავლების მატება განპირობებული იყო, როგორც კონკრეტული კატეგორიის სერვისებზე საკომისიო მოსაკრებლების მატებით, ასევე სხვადასხვა საგადახდო სერვისზე მოთხოვნის მატებით.

საკომისოების მიმართულებით გაზრდილი შემოსავლის მიუხედავად, 2023 წელს შემცირდა ბანკების მოგება ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან. კერძოდ კი 2023 წელს ამ მომსახურებიდან ბანკებმა 667 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, ხოლო 2022-ში ეს თანხა 886 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამასთან, 5.6 მილიარდიდან 7.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა მთლიანი საპროცენტო შემოსავლები, რაც სესხებიდან და სხვა აქტივებიდან ბანკების მიღებულ შემოსავლებს ასახავს.

ფინანსური ანგარიშების თანახმად, ბანკების 2023 წლის შემოსავლები წყაროების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

  • შემოსავლები სესხებიდან – 6 მილიარდი ლარი;
  • საკომისიო შემოსავლები – 672 მილიონი ლარი;
  • მოგება ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან – 667 მილიონი ლარი;
  • საპროცენტო შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან – 751 მილიონი ლარი;
  • საპროცენტო შემოსავლები ჯარიმებიდან – 109 მილიონი ლარი;
  • საპროცენტო შემოსავლები განთავსებული სახსრების მიხედვით – 257 მილიონი ლარი;
  • ჯამი – 8.5 მილიარდი ლარი.

რაც შეეხება ბანკების ხარჯებს, მათ შორის პირველ ადგილზეა მომხმარებელთა დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, რამაც 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა თანამშრომელთა ხელფასები 1.1 მილიარდი ლარის ოდენობით. სავალო ფასიანი ქაღალდების მომსახურება ბანკებს 870 მილიონი ლარი დაუჯდათ, აქტივების და ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯი 372 მილიონი ლარი იყო, ხოლო სხვა სავალო ფასიანი ქაღალდების მომსახურება ₾144 მილიონი დაჯდა. სხვა არასაპროცენტო ხარჯებზე ბანკებმა 147 მილიონი ლარი დახარჯეს. მთლიანობაში ბანკებმა გასულ წელს 3.2 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს, ხოლო მოგების გადასახადის სახით 487 მილიონი ლარი გადაიხადეს, შედეგად მათ წმინდა მოგების სახით 2.7 მილიარდი ლარი დარჩათ.

 

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!