ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

გასული კვირის (9 – 14 მაისი, 2022) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

0
გაზიარება

1. აპრილის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
2022 წლის აპრილში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 363.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 415.7 მლნ აშშ დოლარი ექსპორტზე მოდის, ხოლო 947.2 მლნ აშშ დოლარი იმპორტზე (მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 69,5%). ექსპორტი წინა წლის აპრილთან შედარებით 10,1%-ით, ხოლო იმპორტი 25,2%-ით არის გაზრდილი.

2. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა. კომიტეტის მომდევნო სხდომა კი 22 ივნისს ჩატარდება. “საზოგადოება და ბანკები”-ს ინფორმაციით, “2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ცვლადი საპროცენტო განაკვეთით 191 400 სესხი იყო გაცემული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

3. რამდენი არის ფქვილისა და ხორბლის მარაგი საქართველოში?
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, მათი განცხადებით, ქვეყანაში რამდენიმე დღის ხორბლის მარაგია დარჩენილი, რაც ადგილობრივი წისქვილკომბინატების გაჩერებას გამოიწვევს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა, იაფი ფქვილის მარაგების ფონზე კი ხორბლის იმპორტი შემცირდა. რაც შეეხება მარაგებს, ხორბლის მარაგები იწურება, თუმცა საკმარისზე მეტი ფქვილის მარაგია ქვეყანაში. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის განცხადებით, “ქვეყანაში ფქვილის იმპორტი დაახლოებით 40 000 ტონა ხორბლის იმპორტს ანაცვლებს.’’

4. ლაშა ხუციშვილი EBRD-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე გახდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-თავმჯდომარის პოსტზე 1 წლის ვადით დაინიშნა. მინისტრმა გამოსასვლელ სიტყვაში მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, ამასთან აქცენტი გააკეთა იმ მიმართულებებზე, რისი დაფინანსებაც EBRD-სთვის პრიორიტეტული იქნება, ესენია: ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურული განვითარება, ლტოლვილთა მხარდაჭერა და სხვა.

5. Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი გააუარესა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად “Ba2”-ზე დაადასტურა, რეიტინგის მოლოდინი კი “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა. ამასთან ორგანიზაცია 2022 წელს საქართველოში 3.8%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

6. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს კიდევ ერთხელ უჩივის
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR სააგენტოს განცხადებით, ივანიშვილს Credit Suisse-ისგან ფულად გადარიცხვებსა და ხელოვნების ნიმუშების გადაადგილების პროცესში პრობლემები შეექმნა, რაც მომსახურების გაწევის უგულებელყოფასა და შეყოვნებაში გამოიხატება. ხოლო დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყოლია. თავის მხრივ, Credit Suisse აცხადებს, რომ შეფერხებები არ ყოფილა და ადგილი არც “პოლიტიკურ ზეწოლას” ჰქონია, ამასთან გასაჩივრებული აქვთ ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი კომპენსაცია დაეკისრათ.

7. მთავრობამ წყალტუბოს წყლები 8 მილიონ აშშ დოლარად გამოისყიდა
მთავრობამ 2012 წელს 25-წლიანი ლიცენზიით გაცემული წყალტუბოს მინერალური წყლების კომპანია სს “ბალნეოსერვისი”-სგან 8 მლნ აშშ დოლარად გამოისყიდა, სადაც მთავრობა პრემიერის განცხადებით, “მომავლის წყალტუბოს” კონცეფციაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ “ბალნეოსერვისის” 98%-იან წილს PRODAMAX HOLDING LIMITED ფლობს, რომელიც კვიპროსის ოფშორშია რეგისტრირებული და რომელიც ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილთან არის დაკავშირებული.

8. PMC კვლევითი ცენტრის შეფასება საქართველოში ტურიზმის აღდგენის ტემპზე და 2023 წელს ბათუმში გასამართი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოება
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში ტურიზმის აღდგენის დონე ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაბალი იყო, თუმცა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს აღემატებოდა, ხოლო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მხოლოდ აზერბაიჯანზე უკეთესი შედეგები ჰქონდა. პოზიტიური ინფორმაციაა აჭარიდან, სადაც 2023 წელს ტურიზმის ოსკარად წოდებული World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, მას ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, ბიზნესმენები და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

9. ADB საქართველოს სარკინიგზო რეფორმის აუცილებლობაზე
აზიის განვითარების ბანკის (ADB) გამოქვეყნებულ დოკუმენტში იმ გამოწვევებზეა აქცენტი გაკეთებული, რაც საქართველოს სარკინიგზო სექტორში არსებობს. ეს შეეხება გაბერილ საშტატო შემადგენლობას და ჭარბვალიანობას. აქედან გამომდინარე, ADB გეგმავს ექსპერტთა ჯგუფის დაქირავებას, რომლებიც სარკინიგზო სექტორის რეფორმის კონცეფციას მოამზადებენ, დოკუმენტი 2023 წლამდე უნდა მოამზადონ და მისი ბიუჯეტი 275 000 აშშ დოლარი იქნება.

10. საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, 1-5 მაისს უკვე 31 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყო გასული, აქედან 22.9 მლნ კვტ/სთ თურქეთში გავიდა. თურქეთიდან მოთხოვნა იზრდება, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ თურქეთმა საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის კვოტა 75 მეგავატით 225 მეგავატამდე გაუზარდა.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!