საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასიახლეებიფინანსები

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

0
გაზიარება

. ევროპარლამენტის მკაცრი რეზოლუცია საქართველოს
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ამასთან ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა ერთობლივი განცხადების პროექტი შეიმუშავეს, რომლის მიხედვით მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერენ. ევროპარლამენტში ასევე მიიღეს მკაცრი რეზოლუცია, კერძოდ, 20-მა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ, რადგან მედიის თავისუფლებით კუთხით არსებულ მდგომარეობასა და რუსეთთან ბუნდოვან ურთიერთობებზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებენ. თავად ოცნების გუნდში აღნიშნულ რეზოლუციას შეურაცხმყოფელს უწოდებენ, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით და არაზუსტი ინფორმაციით.

2. 2022 წლის I კვარტალში საქართველოში ინვესტიციების რეკორდული მოცულობა შემოვიდა
2022 წლის I კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 568.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.3-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს. ზრდა ძირითადად განაპირობა სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდამ. მთავარი ინვესტორი ქვეყანა კი ესპანეთია (მთლიანი ინვესტიციების 34,5%), რომლის პირველ ადგილზე გასვლის მიზეზი კომპანია Aqualia-ს მიერ GWP-ის შესყიდვა იყო.

3. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
მსოფლიო ბანკმა 2022 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.9%-მდე შეამცირა, რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ის 2.5%-დან 5.5%-მდე გაზარდა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს აქვეყნებენ ადგილობრივი ორგანიზაციებიც, კერძოდ; საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart 7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო თიბისი კაპიტალის პროგნოზი 7.5%-ია.

4. საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა მაისში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით მაისში საქართველოს 359 238 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის შესაბამის თვეს 228.5%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის დონის 49.7%-ზეა. ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან (60 184 ვიზიტორი), რუსეთიდან (51 561 ვიზიტორი) და სომხეთიდან (42 606 ვიზიტორი) შემოვიდნენ.

5. კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს 400-მდე თანამშრომელი 10 დღეზე მეტია გაფიცულია
აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელის გიორგი დიასამიძის განცხადებით, “IDS ბორჯომი საქართველოს’’ მიერ 50 გათავისუფლებული დასაქმებულისა და 400-მდე გაფიცული თანამშრომლების უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავენ. გაფიცულები მოითხოვენ: გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას, ძველ სახელშეკრულებო პირობების აღდგენას, ხელშეკრულებებზე მათთვის მისაღები ვადის განსაზღვრას და შანტაჟში შემჩნეული ადმინისტრაციის წევრების გათავისუფლებას. ამასთან, „ბორჯომის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან აანონსებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ “IDS ბორჯომი” მზად არის მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს, რაზე მზაობასაც მთავრობის წევრებიც აცხადებენ და საკითხს მთავრობის სხდომაზე გაიტანენ.

6. ფერმერთა ასოციაციის ხორბლის ბაზრის მიმოხილვა
ფერმერთა ასოციაციამ საქართველოს ბაზარზე ბოლო 10 წლის განმავლობაში პურის ფასის ცვლილებები შეისწავლა. კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პირველად ფასის ზრდა 2018 წელს დაფიქსირდა, რისი მიზეზიც, მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში, ცუდი მოსავლიანობა იყო. 2021 წლის მაისიდან მოყოლებული კი ხორბლის პურის ფასი ყოველთვე იზრდება. ხოლო აპრილში წლიურმა ზრდამ 30% შეადგინა. პურის გაძვირების მთავარ მიზეზად, კი მსოფლიო ბაზარზე ხორბლისა და ფქვილის გაძვირებას ასახელებენ.

7. როგორ არის განაწილებული საქართველოს საპენსიო სააგენტოს დანაზოგები
საქართველოს საპენსიო სააგენტომ 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უცხოურ აქციებსა და ობლიგაციებში ჩადო. ბოლო მონაცემებით საპენსიო სააგენტო 2.4 მილიარდი ლარის საპენსიო დანაზოგს განკარგავს, რომლის 9% “უცხოურ კორპორაციულ აქციებში” არის ინვესტირებული, 4.34% კი – უცხოურ სამთავრობო ფასიან ქაღალდებში.

8. „ბილაინი“ 45 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა
„სიბიეს ჯგუფის“ დამფუძნებელ ხვიჩა მაქაცარიასა და „ვიონი ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ბილაინის“ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქართული ბიზნესჯგუფი გახდა. გარიგების ღირებულებამ 45 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

9. საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წელს ჩატარდება
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის საყოველთაო აღწერას 2024 წლის ბოლოს ჩაატარებს. აღწერის შედეგად მიღებული იქნება მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ უახლესი მონაცემები. მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xI5mXP

10. პარლამენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია
80 ხმით ცხრის წინააღმდეგ, პარლამენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია. ეროვნული ბანკის საბჭო ცხრა წევრისაგან შედგება, რომელთაც პარლამენტი შვიდი წლის ვადით ნიშნავს. ნათია თურნავა მაღალი ინფლაციის მოთოკვასთან ერთად, პრიორიტეტად, სახელმწიფო კომპანიების კორპორატიზაციის გზით კაპიტალის ბაზრის განვითარებას ასახელებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირდა

საქართველოში შემოსავლებს შორის განსხვავება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,1 პუნქტით შემცირდა და 0.36 ნიშნულს მიაღწია - საქსტატი ჯინის კოეფიციენტის…

მასკის ჩიპების კომპანია Neuralink-მა ადამიანებზე კვლევების დაწყების ნებართვა მიიღო

ილონ მასკის Neuralink-მა შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) მიიღო ნებართვა, დაიწყოს „ადამიანის პირველი კლინიკური კვლევა“. ეს მთავარი ნაბიჯია კომპანიისთვის, რომელიც ცდილობს განავითაროს…

29 მაისის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5800 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5810 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 25 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  2.5876…

უფასო აპლიკაციის საშუალებით ძველი საბერძნეთის ნახვა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი

საბერძნეთმა მობილური აპლიკაცია ჩაუშვა, რომლითაც აკროპოლისისა და პართენონის (ათენას ტაძრის) ძველ დროში ნახვა არის შესაძლებელი - „ევროპულსი“ ახალი აპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტსა და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს იყენებს,…

საქართველოში შესაძლოა, მზესუმზირის ზეთი გაიაფდეს

საქართველოს ზეთის იმპორტი უიაფდება.როგორც ცნობილია, რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ივნისში განულდება, მაშინ, როცა მაისში ტონაზე 1,122 რუბლს (14 დოლარს) შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 4 თვეში,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!