საქართველოში რამდენიმე კანიონსა და მღვიმეში ვიზიტორებს გაზრდილი ფასები მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დახვდათ.
ბილეთი 6-წლამდე ბავშვებისთვის, მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგისა და ტურისტული სააგენტოს გიდებისთვის (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) კვლავაც უფასოა. ფასი უცვლელი დარჩა მხოლოდ 6 წლიდან 18 წლამდე პირებისთვის და ის 5.5 ლარს შეადგენს. გაზრდილი ფასები შეეხება შემდეგ კატეგორიებს:
მარტვილის კანიონი
- საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის ფასი 10.35-ლარიდან 12 ლარამდე გაიზარდა;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17.25 ლარის ნაცვლად ფასი 20 ლარი იქნება;
- ნავით გასეირნება 15 ლარიდან 20-ლარამდეა გაზრდილი.
- ოკაცეს კანიონი
- საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 9.20 ლარიდან გაიზარდა 12-ლარამდე;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლა 17.25 ლარიდან 20-ლარამდე გაძვირდა;
ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი
- საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვლად – 12 ლარი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვლად 20 ლარი.
სათაფლია
- საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის ფასი 8 ლარიდან 10 ლარამდე გაიზარდა;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფასი 17.25 ლარიდან 20-ლარამდეა გაზრდილი.
პრომეთეს მღვიმე
- საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 11.50 ლარის ნაცვლად, 12 ლარი;
- ნავით გასეირნება 11.50 ლარის ნაცვლად, 13 ლარი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 23 ლარის ნაცვლად ფასი 25 ლარი იქნება;
- ნავით გასეირნება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 17.25 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა.
ნავენახევის მღვიმე
- საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად – 8 ლარი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფასი 11.50 ლარი ღირდა, ახლა კი 12 ლარია.
სხვა ყველა მღვიმესა და კანიონზე იქამდე არსებული ფასები უცვლელი დარჩა.
რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გასულ წელს ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტი სტუმარი პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა და 230 677 შეადგინა. მეორე ადგილზეა მარტვილის კანიონი, მას 228 998 სტუმარი ეწვია, სათაფლიაში ვიზიტორების რაოდენობა 96 956 იყო, ოკაცეს კანიონზე 84 276, ხოლო ნავენახევის მღვიმეში 4 860.