ბიზნესისპორტი

GEORGIAN BICYCLE GROUP-ი საქართველოში პირველ მინი ველობაზას შემოდგომაზე გახსნის

0
გაზიარება

საქართველოში პირველად, მინი ველობაზა შემოდგომიდან ამოქმედდება. პროექტი, რომლის მფლობელი Georgian Bicycle Group-ია, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება.

კომპანიის ხელმძღვანელი ბექა კიკნაველიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე Georgian Bicycle Group-მა შეიძინა 250 კვადრატული მეტრი ფართობი, სწორედ აქ იგეგმება ველობაზის, სერვისცენტრის და ელექტრომობილების წარმოების გაერთიანებული ბაზის მოწყობა.

კიკნაველიძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, უახლოეს მომავალში დაიწყება ობიექტის შოურ რუმის მოწყობა და ბოლო დეტალებზე მუშაობა.

პროექტი ითვალისწინებს ველოსიპედების განვითარებას საქართველოში და მის ხელშეწყობას, კერძოდ, იქნება უმაღლესი დონის ველოსახელოსნო, ელექტროველოსიპედების სერვის ცენტრი, ველოსიპედების წარმოების ლაბორატორია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტრენინგ ცენტრი, რომელიც  დაინტერესების შემთხვევაში განათლებას მისცემს სხვა მაღაზიების ველოსახელოსნოებს, აღზრდის კადრებს.

რაც შეეხება საინვესტიციო მოსულობას, ეს დამოკიდებულია ველოზაბაში არსებულ  შესაძლო დანადგარებსა და ზოგადად, ტექნიკაზე.

კიკნაველიძის ინფორმაციით, მსოფლიო ინდუსტრიის და ველომწარმოებლების უფლების მოცემის შემთხვევაში, ქართულ კომაპნიას მიაწოდონ ნაწილები, Georgian Bicycle Group-ი მზად არის ქართული ველოსიპედის აწყობაც დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ Georgian Bicycle Group-ი (მათივე შვილობილი კომპანია,მაღაზია BIKES.GE) 2011 წელს დაარსდა და იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სპეციალიზებული ველო მაღაზია პროფესიონალური, იმპორტირებული ველოსიპედების ფართო არჩევანით. Bikes.ge-ს თბილისში ამჟამად ერთი ფილიალი აქვს ვაკეში.

მსგავსი სიახლეები

Forbes-მა უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგი გამოაქვეყნა

ბიზნეს გამოცემამ Forbes უმდიდრესი 400 ამერიკელის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერია კომპანია Tesla Inc.-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი. ჟურნალის შეფასებით, მასკის ქონება ბოლო 1 წელიწადში 60 მლრდ დოლარით…

პოლონეთი და საქართველო ავტოინდუსტრიის სფეროში ითანამშრომლებენ

საქართველოთი პოლონური კომპანიები ინტერესდებიან - ინტერესი იზრდება როგორც სავაჭრო, ასევე საინვესტიციო მიმართულებით, ამავდროულად იზრდება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვაც. კოსმეტიკა, ფარმაცია, რძის პროდუქტები, სამშენებლო სექტორი -…

Transfermarkt-ზე კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 15 მილიონიდან 35 მილიონი ევრო გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია, რომლის ფასიც ყოველი თამაშის შემდეგ იწევს. უკანასკნელი მონაცემებით, Transfermarkt-ზე კვარას სატრანსფერო ფასი 15 მილიონიდან 35 მილიონი ევრო გახდა.

„შატო ატენი’’ მომხმარებელს მალე ხის კოტეჯებში განთავსებას შესთავაზებს

ღვინის ჭეშმარიტო მოყვარულებო (და არა მხოლოდ), მონიშნეთ  „შატო ატენი“ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ქართლის რეგიონში მოგზაურობისას. გორიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თქვენ აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ…

ბინების ფასი 5%-ით მოიმატებს – „არსი“

სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის განცხადებით 2022 წლის ბოლომდე ბინების ფასები კიდევ 5%-ით გაიზრდება.  ამ დროისთვის უძრავი ქონების ღირებულება 20-25%-ით უკვე გაძვირებულია ლოკაციების მიხედვით.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!