დღის სიახლეებისიახლეები

გერმანიამ მოქალაქეობა ბოლო 20 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის – 200100 პირს მიანიჭა

0
გაზიარება

გერმანიის მოქალაქეობამინიჭებულ პირთა საერთო რაოდენობამ, 2000 წელს დაწყებული მონიტორინგის შემდეგ, გასულ წელს უმაღლეს დონეს მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო, DPA ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მინაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

2023 წელს ნატურალიზაციის რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და მოქალაქეობა, დაახლოებით, 200,100 ადამიანს მიენიჭა. მათ შორის, 157 სხვადასხვა ეროვნების პირია, ხოლო ყველაზე მეტად ისინი სირიიდან, თურქეთიდან, ერაყიდან, რუმინეთიდან და ავღანეთიდან არიან. ამ ქვეყნების საერთო წილი ნატურალიზაციის ნახევარზე მეტს შეადგენს.

ნატურალიზებული მოქალაქეების საშუალო ასაკი 29,3-ია, ხოლო ნატურალიზებული ქალების წილი 45%-ია.

მოქალაქეობამინიჭებულ პირთა უდიდეს ჯგუფს სირიის ყოფილი მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც საერთო ნატურალიზაციის მესამედზე მეტს შეადგენენ. მათი რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, კიდევ 56%-ით გაიზარდა.

სტატისტიკური სამსახურის შეფასებით, „სირიელების ნატურალიზაციათა მაღალი რაოდენობა უკავშირდება 2014-2016 წლებში თავშესაფრის სირიელი მაძიებლების მაღალ იმიგრაციას, რომლებიც დღეს უფრო მეტად აკმაყოფილებენ ნატურალიზაციის მოთხოვნებს.”

2023 წელს უკრაინელების ნატურალიზაციათა რიცხვი 6%-ით, 5,900-მდე გაიზარდა. ომის დაწყებამდე, 2022 წელს მოქალაქეობამინიჭებულ უკრაინელთა რაოდენობა, წინა 2021 წლის 1,900-კაციან მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის, გასამმაგდა და 5,600 პირი შეადგინა. 2023 წლის საერთო ნატურალიზაციაში უკრაინელების წილი 3%-ია.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!