ბიზნესიდღის სიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობა

გერმანული კულინარიული გამოცემა Gour-Med საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს

0
გაზიარება

გერმანული კულინარიული გამოცემა Gour-Med საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ITB Berlin-ის ხელმძღვანელი პირებისა და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად იმოგზაურა.

საქართველო მოგზაურობის და ბუნების მოყვარულთა ქვეყანაა და ის 2023 წელს ITB Berlin-ის გამოფენის პარტნიორია. ამ სათაურით გერმანული კულინარიული ჟურნალი Gour-Med საქართველოს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში ძველი თბილისი, გოგირდის აბანოები და თბილისის დაარსების ისტორია აღწერილი.

გამოცემის ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ სამზარეულოს, ღვინოს, ვაზის 8 ათასწლოვან ისტორიას და ქვევრს.

„გურმანებმა იციან, იქ სადაც ღვინოა გემრიელ კერძებსაც ამზადებენ. ასეთი კი სწორედ საქართველოა. ამ ქვეყანაში ასობით წლის მანძილზე მრავალფეროვანი კერძებით შეიქმნა ქართული კულინარიული კულტურა. საქართველოს რეგიონებში კერძებში არომატულ მცენარეებს იყენებენ, რაც ჩვენთვის უცნობია. რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა და ასე იქმნება კერძები უნიკალური გემოთი“.- წერს Gour-Med-ის ჟურნალისტი.

სტატიაში ITB Berlin-ის პრესსპიკერის ჯულია სონემანის ინტერვიუა მოყვანილი, სადაც ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„საქართველომ მდგრადი ტურიზმის კონცეფციიდან გამომდინარე კონკურსში გაიმარჯვა, ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება გამოფენაზე. ITB Berlin იდეალური პლატფორმაა საქართველოს ამბიციური პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ტურისტულ არეალზე. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის იმიჯის ამაღლებასა და ცნობადობის გაფართოებას საერთაშორისო მასშტაბით“- აცხადებს ჯულია სონემანი Gour-Med-თან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!