წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

Gogora • გოგორა

0
გაზიარება

„გოგორა“ ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ მაღალმთიან აჭარაში გეგმავს ფუნქციონირებას. ევროპული სტანდარტებით შექმნილი საწარმო მწვანე ტექნოლოგიებისა და მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემის მეშვეობით იქნება საქართველოში პირველი ენერგოეფექტული საწარმო, სადაც ხის საბავშვო ეკო-მეგობრული პროდუქცია დამზადდება.  კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრებთა, განსაკუთრებით, ქალებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება. ჩვენი საწარმოო პროცესი გაზიარეულ ფასეულობებს ემყარება. საწარმო შშმ ადაპტირებულია, რაც ქმნის მოხერხებულ გარემოს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

„გოგორა“ პატივს სცემს სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას და სავაჭრო ნიშანს. პროდუქტის დიზაინის ძირითადი ხაზი ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას ემყარება, როგორც ვიზუალის, ისე ხის დამუშავების ტრადიციის ნაწილში. კომპანია მუშაობს ტრადიციული ქართული სათამაშოების თანამედროვე მოდელებზეც, რომლითაც პოპულარიზებას მოახდენს ქართული ხალხური სათამაშოების ოსტატებსაც. კომპანიისთვის, ასევე პრიორიტეტულია უკვე კარგად ნაცადი, ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე მორგებული საერთაშორისოდ აღიარებული პროდუქტები, რომელთა ხელმისაწვდომობის მიზნით ქართველ მომხმარებელს ადგილობრივ წარმოებას შეთავაზებს

 

მსგავსი სიახლეები

HSE GEORGIA

HSE GEORGIA -  საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სხვადასხვა პროფილის კომპანიებისთვის ნერგავს შრომის უსაფრთხოების ეფექტურ სისტემას და გთავაზობთ ყველა შესაძლო სერვისი, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესს სჭირდება უსაფრთხო…

Royal Events

Royal Events - ივენთების ორგანიზება 2014 წელს ბავშვობის ოცნების ახდენის სურვილისა და საფრანგეთში, ვერსალის სასახლის ეზო ინსპირაციით ეთო ჯავახიშვილის მიერ შეიქმნა ყველასაგან გამორჩეული და ორიგინალური, ივენთების დეკორატიული…

KONICA MINOLTA

კონიკა მინოლტა: ინოვაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების მომავლისთვის კომპანია Konica Minolta უკვე 150 წლისაა. ტექნოლოგიებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, Konica Minolta დამკვიდრდა, როგორც გლობალური…

სკოლა ეისი

კერძო სკოლა „ეისი“ - გვჯეროდეს წარმატების! 2015 წელს ქ. გორში კერძო სკოლა „ეისი“ შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად 28 მოსწავლისა და 36 მასწავლებლისგან შედგებოდა. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, სწავლების…

ANDRE AUDIT GROUP

,,ანდრე აუდიტი“ 2014 წლიდან საქმიანობს და ის ერთ-ერთი წარმატებული აუდიტორული კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მმართველი პარტნიორია ბატონი ზაზა მჭედლიშვილი, რომელიც ასევე თანამშრომლობს კომპანიასთან როგორც ექსპერტი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!