საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასიახლეები

Google-ი რუსეთში გაკოტრების გამოცხადებას აპირებს

0
გაზიარება

როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, Google-ის შვილობილი კომპანია გეგმავს გაკოტრების გამოცხადებას, ვინაიდან რუსეთის მთავრობამ მისი საბანკო ანგარიშები გაყინა, რის გამოც ფინანსურ ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება. გაკოტრების შესახებ განაცხადი უკვე რუსეთის შესაბამის სამსახურშია დაფიქსირებული. თუმცა კომპანიის პრესსპიკერი აცხადებს, რომ Google-ი რუსეთში გააგრძელებს უფასო სერვისების – მათ შორის საძიებო სისტემის, YouTube-ის დაYouTube-ის ოპერირებას.

„რუსეთში ხალხი ჩვენს სერვისებს ეყრდნობა, რათა ხარისხიან ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა“, – განაცხადა Google-ის პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ Google-მა კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის წინააღმდეგ არაერთი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მსოფლიო საძიებო სისტემამ ყველა სახის სარეკლამო სერვისი რუსეთში ჯერ კიდევ მარტში შეზღუდა, ასევე აუკრძალა რუსულ სახელმწიფო მედიას YouTube-ით სარგებლობა. რუსეთმა კი გასულ თვეს Google News-ის ოპერირება აკრძალა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ „არაავთენტური ინფორმაციის გავრცელების გამო“

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!