დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

„გორი ინნ“ – პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გორში

0
გაზიარება

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გორში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნ“ ოფიციალურად გაიხსნა,რომელიც 120 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს აერთიანებს, სადაც  100-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდა. „ინნ ჯგუფმა“ სასტუმროში 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

სასტუმრო „გორი ინნ“-ის გახსნის ღონისძიებაში სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მონაწილეობდნენ.

„ინნ ჯგუფის“ წარმატებით განვითარება ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ ვითარდება ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერით. კერძოდ, ჩვენი სააგენტოს სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში მიღებული დახმარებით, „ინნ ჯგუფმა“ ბაკურიანის, ქუთაისისა და გუდაურის შემდეგ , ამჯერად გორში გახსნა მაღალი კლასის, პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. დარწმუნებული ვარ, მომავალში კვლავ გავაგრძელებთ ერთად საქართველოს სხვა ქალაქებისა და რეგიონების მოცვას“, – აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

ეკონიმიკსა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით გორში 120 ნომრიანი სასტუმრო გავხსენით, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ყოველი ასეთი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ობიექტი დამატებითი შესაძლებლობაა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის იმოგზაურონ საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში და აღმოაჩინონ ახალი ისტორიული ადგილები. მსგავსი მაღლი კლასის სასტუმრო ასევე ხელს შეუწყობს ვიზიტორთა დანახარჯებისა და ღამის თევების რაოდენობის ზრდას, რაც დადებითად აისახება ტურიზმის სექტორის დინამიკაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასტუმრო 100 ადგილობრივ ადამიანს ასაქმებს, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ინნ ჯგუფი“ 2015 წელს შეიქმნა და დღეს უკვე 10 კომპანიას აერთიანებს, მათ შორის სასტუმროებს ბაკურიანში, გუდაურსა და ქუთაისში, ასევე საწარმო „ალუტექ ჯორჯიასა“ და სამშენებლო კომპანია „ინნ დეველოპმენტს“.

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ლითონის ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია – K Group

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

შატო ზეგაანის ღვინის აღიარება პარიზში

პარიზში გამართულ გასტრომეღვინეობის ოსკარის ცემეონიალზე, სადაც მოხვედრა ერთეულების ხვედრია იტალიური და ესპანური ღვინოების გვერდით ქართულმა ღვინომაც შეძლო ამ სივრცის დაპყრობა. ეს რთული გზა "შატო ზეგაანი"-ს საფერავმა…

შეიძინე საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციები

გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და შეიძინე თეგეტა ჰოლდინგის საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები. Tegeta • თეგეტა ჰოლდინგი, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 მილიონ…

„ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის,“ – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) კვლევის მიხედვით „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის". „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რესტორანი – ამირანი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!