ბიზნესიგურიადღის სიახლეებიეკონომიკარეგიონები

Guria Fish-მა კალმახის ქსელურ მარკეტებში გაყიდვა დაიწყო

0
გაზიარება

Guria Fish Farming-მა ქსელურ მარკეტებში კალმახის პირველი საცდელი პარტიის გაყიდვა დაიწყო. როგორც კომპანიის დირექტორი ვანო დობორჯგინიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, ფერმიდან 15 ტონა კალმახი უკვე ამოიყვანეს, თუმცა სამომავლოდ აქცენტს ნორვეგიულ ორაგულზე გააკეთებენ.

„აკვაფერმაში მანამ ვიდრე ორაგულის მოშენებას დავიწყებდით, კალმახი გვყავდა, რომელიც ამოვიყვანეთ და მცირე მოცულობით ქსელურ მარკეტებში გაყიდვა დავიწყეთ. საცდელმა პარტიამ დაახლოებით 15 ტონა შეადგინა. ძირითადი აქცენტი ნორვეგიულ ორაგულზე გვაქვს, რომლის გაყიდვაც მომდევნო წლიდან დაიწყება“, – აღნიშნავს ის.

კომპანიაში გეგმავენ, რომ წარმოებით ადგილობრივი ბაზარი სრულად აითვისონ.

ცნობისთვის, Guria Fish Farming-ის აკვაფერმა გრიგოლეთში მდებარეობს. ნორვეგიული ორაგულის მეურნეობის პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რაც საბოლოოდ 200 მლნ ლარის ინვესტირებას გულისხმობს. პირველი ეტაპი 2022 წლის ბოლოს დასრულდება, რისთვისაც 8.5 მლნ ლარი უკვე ჩაიდო. კომპანია ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტის მიმართულებით განვითარებასაც აპირებს, კერძოდ, გეგმაში აღმოსავლეთით, კონკრეტულად, კი იაპონიაში ექსპორტია.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!