დღის სიახლეებიდიზაინი

გზა საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტიდან ბალენსიაგას შემოქმედებით დირექტორობამდე

0
გაზიარება

დემნა გვასალია  ქართველი მოდის დიზაინერია. მოდის ინდუსტრიაში მომავალი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლებმა სსრკ-ს სამხედრო კონფლიქტის დროს გაიარა. დიზაინერი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მოდით, თუმცა ოჯახი მოთხოვნით მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. დემნა თავიდანვე გრძნობდა, რომ მოდასთან დაკავშირებულ ოცნებებს საქართველოში ახდენა არ ეწერა.

მოგვიანებით მანდ ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა. მისი გამორჩეულობა დამტკიცდა იმ დროსაც, როდესაც 800 მსურველიდან 70 რჩეულ სტუდენტსნ შორის მოხვდა, რომელიც ხელოვნების ფაკულტეტზე ისწავლიდა. პირველი კურსის ბოლოს, დემნა 70 სტუდენტიან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, დემნას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან წელიწადნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. ამგვარად გვასალია პარიზში მიიწვიეს, სადაც Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი.

მარჯიელაში დაიწყო მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში. სამი წლის განმავლობაში, პარიზში, დემნა მუშაობდა მარჯიელას ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად. ის ხელმძღვანელობდა H&M & Margiela -ს გახმაურებულ კოლაბორაციას. 2012 წელს, გვასალიამ მიიღო შეთავაზება Louis Vuitton-სგან, მაშინ როდესაც ლუი ვიტონის კრეატიული დირექტორი მარკ ჯეიკობსი იყო. დიზაინერმა დაუყვოვნებლივ მიიღო შეთავაზება და დაიწყო მოდის გიგანტის შიგნიდან შესწავლა. მისი შემდგომი ნაბიჯი მოულოდნელი იყო. მიუხედავად მაღალი ანაზღაურების და კარგი პირობებისა, გვასალიას ლუი ვიტონში მუშაობა არ მოეწონა და იმედგაცრუებულმა თავის მეგობრებთან (Margiela-დან) შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“), რომლითაც სურდა ეკეთებინა მხოლოდ ის, რაც თავად მოსწონს.2015 წლის ოქტომბერში დემნა დანიშნეს Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად.  ამით თავად დემნაც საკმაოდ გაკვირვებული იყო, მაგრამ ნათელი იყო, რომ ეს პოსტი მას Vetements-ის წარმატებულმა ჩვენებებმა მოუტანა, რომლის კოლექციები მოჩვენებითი უბრალოების პრინციპით იქმნება, და რომლის მიღმაც კარგად მოფიქრებული თარგები და ხარისხიანი მასალა იმალება. 


 პირველი კოლექციის წარდგენის შემდეგ ექსპერტთა აზრი ორიად გაიყო- ერთი ნაწილი ფიქრობდა რომ კოლექციამ სრული მარცხი განიცადა, ხოლო დანარჩენი დემნას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდა. აუდიტორიამ მისი ნამუშევარი მოიწონა. მას შეძლო და  გააუმჯობესა თანამედროვე კლასიკა მოცულობისა და გაბედული ტანსაცმლის წყალობით.2016 წელს გამოცემამ Business of Fashion-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე დემნა გვასალიამ აიღო წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო, ხოლო Vetements გახდა წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი.  ცნობილი ადამიანები : კიმ კარდაშიანი, რიანა, ბელა ჰადიდი, ჰეილი ბოლდუინი, ჯასტინ ბიბერი  დემნას მიერ შექმნილი კოლექციის ერთგული მომხმარებლები არიან. 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემნა ღირსების ორდენით დააჯილდოვა მისი წვლილისთვის საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში.

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

დაგროვებითი პენსიის სახით 10,7 მლნ ლარამდეა გაცემული

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის, სხვადასხვა კატეგორიის 3 781 პირმა ისარგებლა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. „2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. წმინდა…

ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო…

1 კილოგრამი ჟოლოს ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს

წელს ჟოლოს სეზონი მაღალი ფასებით დაიწყო, 1 კილოგრამის ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს, ადგილობრივ მწარმოებლებთან კი ღირებულება 15-20 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ფერმერების მხოლოდ ნაწილმა დაიწყო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!