დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეები

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 25 წლისაა

0
გაზიარება

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“-მ ქართულ ბაზარზე ბიზნესსაქმიანობის 25 წლის იუბილე აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით, კომპანიამ 25 სექტემბერს, სასტუმრო „პულმანში“ სპეციალური მიღება გამართა. ღონისძიებას ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მომხმარებლები, პარტნიორები და თავად კომპანიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საღამო „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ 25-წლიანი ისტორიის მთავარი მოვლენების გაცნობით გაიხსნა და ერთგული ბიზნესპარტნიორები და მომხმარებლები დააჯილდოვა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი სპეციალური გათამაშებით დასრულდა. საღამოს სტუმრების განწყობაზე ბრიტანული სოულ-ბლუზ ბენდი MF Roobots ზრუნავდა, რომელიც თბილისში სპეციალურად „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩამოვიდა.

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან საავტომობილო გიგანტის, „ჰიუნდაი მოტორ კომპანის“ ოფიციალური პარტნიორია და წარმატებული ოპერირებისთვის არაერთ ჯილდოს ფლობს. ამჟამად კომპანიის მომხმარებლების რაოდენობა 15 ათასს აჭარბებს, მისი საბაზრო წილი კი ახალ ავტომობილებში საშუალოდ 20%-ს შეადგენს.

„დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი თარიღია. მინდა, მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველას — ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს, მომხმარებლებსა თუ პარტნიორებს მათი მხრიდან გამოჩენილი ენთუზიაზმისთვის, ნდობისთვის, ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის. ამ ყველაფრის გარეშე კომპანიის წარმატება ვერ შედგებოდა“, – განაცხადა „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, დავით გიორგობიანმა.

„ჰიუნდაი მოტორ კომპანი“, გაყიდული ავტომობილების რაოდენობით, მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს. ეს წარმატებული მაჩვენებელი უპირველესად უკავშირდება ისეთი პროდუქტის წარმოებას, რომელიც დინამიკურად ვითარდება და ყოველთვის თანხვედრაშია პროგრესულობასთან. ჰიუნდაის ავტომობილები თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური, პრაქტიკული, ეკომეგობრული და საიმედოა. მათ ინტერიერში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები, კომფორტული მართვისთვის შექმნილი უახლესი პლატფორმები, დანერგილია მართვისა და უსაფრთხოების ყველაზე თანამედროვე სტანდარტები. ჰიუნდაის ავტომობილების მახასიათებლები მუდმივად ვითარდება თავად ბრენდი კი ყოველთვის ტექნოლოგიური ტრენდებისა და ინოვაციებისკენ ისწრაფვის.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია

შვეიცარული ბანკის, UBS-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია. ფინანსური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2022 წელს მილიარდერების რაოდენობა 2 376 იყო,…

საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო…

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ წამლებს პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძენს

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. . კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და…

ნებართვის გარეშე ქიმიური ნივთიერებების იმპორტი და ტრანზიტი აიკრძალება

„ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების შესახებ“ კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რომლის მიღებაც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს,…

1 დეკემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7086 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0043 ლარით გამყარდა. ევრო - 2.9583 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!