საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ, კომერციულ და არქიტექტორული ნაწილის შუაგულში შეგხვდებათ სასტუმრო, რომლის შენობა გარედანაც კი მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. სასტუმრო ‘რივერსაიდ თბილისი“ მდებარეობს ე.წ. მშრალი ხიდისა და განახლებული მწვანე პარკის მოპირდაპირე მხარეს, სადაც ყოველდღიურად იმართება ქართველი მხატვრების გამოფენა. თუ გაუყვები გზას სასტუმროდან ზევით მიმართულებით, თქვენ იქ დაგხვდებათ დიდი მწვანე მასივი, რომელიც დასვენებისთვის საუკეთესო ადგილს წარმოადგენს. ფეხით, სულ რამდენიმე წუთში კი, თქვენ უკვე მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და ულამაზეს პარკებს აღმოაჩენთ, ეს კი სასტუმროს მდებარეობის მთავარი ღირსებაა.
Hotel River Side Tbilisi-ს ისტორია 2005 წლიდან იწყება. გახსნის პირველივე დღიდან მოახერხა საკუთარი ადგილი მყარად დაეკავებინა საქართველოს მოწინავე სასტუმროებს შორის. შენობის დიზაინი და სტილი იმ პერიოდის თბილისისთვის მართლაც ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდა და ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავ ადგილად ითვლებოდა. სასტუმრო დღემდე ახერხებს პირველი შთაბეჭდილების გამართლებას და არ უჭირს დროს ფეხი აუწყოს. სწორედ ამიტომ, 2010, 2017 და 2020 წლებში სასტუმრო რივესაიდს ჩაუტარდა მასშტაბური რესტავრაცია და პერიოდულად დღემდე მიმდინარეობს განახლებები, რათა ის სერვისი და მომსახურება, რასაც სტუმრებს სთავაზობენ სულ უფრო მეტად დახვეწილი და მათზე მორგებული იყოს. სასტუმროს არაერთხელ მოუგია პრიზი შესაბამის დარგში და დღეს საქართველოს 10 საუკეთესო სასტუმროს შორის არის.
მყუდრო და კომფორტული ოთახები, მდინარე მტკვრისა და ძველი თბილისის ხედებით, კლასიკური, ევროპული ავეჯითა და საუკეთესო ხარისხის აბაზანებით ნამდვილად მოგცემთ საშუალებას იგრძნოთ ძველი თბილისის შარმი, ევროპული კომფორტი და დახვეწილობა. რივერსაიდში თითოეული ოთახს ქართული, ტერასული ან ფრანგული აივანი გააჩნია. თითოეული ოთახის დეკორაცია და სტილი რეალური მაგალითია თანამედროვე და ძველი თბილისის შერწყმის. დიდი, 4 მეტრიანი კედლები და დახვეწილი ავეჯი მოგცემთ საშუალებას დაისვენოთ ყველანაირი გარე ქაოსისგან. სასტუმროს 24 ნომრიდან აბსოლუტურად ყველა მოწყობილია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთითა და ტექნიკით. ოთახში სტუმარს დახვდება ყავის აპარატურა, ხმის დამხშობი სისტემა, 2 მეტრიანი საწოლი, 140მდე ქართული და საერთაშორისო სატელევიზიო არხი, ძალიან სწრაფი მომსახურება და სერვისი, ყველაფერი რაც იდეალური დასვენებისთვის არის საჭირო.
სასტუმრო რივერსაიდის განუყოფელი ნაწილი რესტორნები ტიფანი ბარი და ტიფანი ტერასაა. ტიფანი ბარის დახვეწილი, გემოვნებიანი გარემო ნამდვილად მოახდენს თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას. უგემრიელესი მენიუ, განსხვავებული დესერტები შექმნილი შეფ მზარეულის მიერ, სპეციალური კოქტეილები და ექსკლუზიური წვეულებები კი შექმნილ შთაბეჭდილებას ნამდვილად გაამყარებს.
„ტიფანი ტერასა“ კი არის ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მასში გაერთიანებული ელეგანტური დიზაინი, კომფორტი და მაღალი კლასის მომსახურება. ტიფანი ტერასა შესანიშნავი ადგილია რომ სრულყოფილად დაისვენოთ, განიტვირთოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობისაგან ან უბრალოდ გაატაროთ შესანიშნავი დრო.
უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმროში არის ნათელი და ელეგანტური საკონფერენციო ოთახები, სადაც არ აქვს მნიშვნელობა დიდი კონფერენცია იგეგმება, თუ პატარა კორპორატიული ვორკშოპი, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეუკვეთეთ და ისიამოვნეთ ტიფანის კულნარების მიერ მომზადებული უგემრიელესი წასახემსებლებით.
რივერსაიდ თბილისში ერთხელ სტუმრობა იმდენად მომაჯადოვებელი ხდება, რომ რთულია მისი დატოვების შემდეგ ისევ არ დაბრუნდე, ეს კი გამოწვეულია, როგორც ინტერიერითა და დიზაინით, ისე პერსონალით, რომელიც ინდივიდუალურ პირობებს უქმნის ყველა სტუმარს.
„ვცდილობთ ჩვენს სტუმრებს შევუქმნათ სრული კომფორტი; კომფორტისთვის აუცილებელია წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, რაც საბოლოოდ ქმნის განსაკუთრებულ გარემოს. ჩვენს სტუმრებს ვცნობთ სახელებითა და გვარებით, ის ინდივიდუალური შეთავაზებები, სითბო და ყურადღება რასაც გამოვხატავთ მათთან არის ჩვენი განსაკუთრებული მხარე. ადამიანს სასტუმროში არ აბრუნებს დიდი საწოლი, მათ აბრუნებთ სითბო და ის ემოციები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ… „ – დიმიტრი შველიძემ Geobusinessnews-თან საუბრის დროს.
ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა რივერსაიდ თბილისში და ტიფანი ბარში წინ დიდი სიამოვნება და ფანტასტიურ სამყაროში მოგზაურობა გელოდებათ.