ბოლო ორი წლის განმავლობაში, hr.gov.ge-ზე გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 12.5 პროცენტით არის გაზრდილი – ინფორმაცია ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის ანგარიშში არის აღნიშნული.
ოფიციალური მონაცემებით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ‒ www.hr.gov.ge 2023 წელს 6961 ვაკანსია გამოცხადდა, აქედან:
- 4580 ‒ ღია კონკურსი;
- 226 ‒ დახურული;
- 589 ‒ შიდა;
- 1000 ‒ გამარტივებული;
- 482 ‒ სტაჟირება;
- 84 ‒ სხვა ტიპის კონკურსი.
2023 წელს გამოცხადებული სტაჟირებების რაოდენობა 539-ით არის შემცირებული, რაც 52,8 პროცენტიანი კლებაა 2022 წელთან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა და შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა.