დღის სიახლეებისიახლეები

I კვარტალში ბიზნესში ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა გამძაფრდა

0
გაზიარება

BAG ინდექსით ირკვევა, რომ 2024 წლის I კვარტალში, 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით, გაიზარდა იმ კომპანიების წილი (6 პროცენტული პუნქტით), რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი ბიზნეს საქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი 3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული 2023 წლის I კვარტალთან შედარებით.

ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორს შორის კომპანიები სპეციალისტების ნაკლებობას, სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს, სამუშაო ძალის ნაკლებობას, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას და მოცემულ კვარტალში მოთხოვნის სიმცირეს ასახელებენ.

გამოკითხვის შედეგად ასევე გაირკვა, რომ ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა შემსუბუქდა (15 პროცენტული პუნქტით). ხოლო ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა გამძაფრდა (5 პროცენტული პუნქტით).

პრობლემათა შორის პირველი ადგილი სპეციალისტების ნაკლებობამ დაიკავა (აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 67% ასახელებს ხელის შემშლელად). სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვის (ყველა გამოკითხულმა კომპანიამ, რომლისთვისაც არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები, აღნიშნული პრობლემა დაასახელა ხელის შემშლელად) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი ვაჭრობის სექტორისთვის (50%).

საწარმოს ზომის მიხედვით, აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად (45%) ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიები ასახელებენ.

სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 50%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავე მრეწველობის სექტორისთვისაა (57%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მომსახურების სექტორისთვის (48%). საწარმოთა ზომის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (27%მა დაასახელა ხელის შემშლელად).

სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა დაასახელა. სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე ვაჭრობის სექტორისთვისაა (81%). საწარმოთა ზომის მიხედვით, სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (40%-მა დაასახელა ხელის შემშლელად). 2024 წლის I კვარტალში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 20%-მა დაასახელა.

სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვის (67%-მა დაასახელა ხელის შემშლელად) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (4%). საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (12%-მა დაასახელა ხელისშემშლელად).

2024 წლის I კვარტალში, მოთხოვნის სიმცირე ხელისშემშლელად გამოკითხულ კომპანიათა 11%-მა დაასახელა. მოთხოვნის სიმცირე, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი, ყველაზე მეტად მომსახურების სექტორის (16%) მიერ ფიქსირდება. საწარმოთა ზომის მიხედვით, მოთხოვნის სიმცირის პრობლემა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებს აქვთ (10%).

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!