დღის სიახლეებისიახლეები

იანვრიდან 2014 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანები ვეღარ დარეგისტრირდება 

0
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იანვრიდან 2014 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანები საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება.

სამინისტროს ცნობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება ქვეყანაში.

„2024 წლიდან ავტომობილებისთვის ამოქმედდა ემისიის ევრო 5 სტანდარტი – ქვეყანაში ვერ რეგისტრირდება მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. მომავალი წლიდან რეგულაცია გავრცელდება სატვირთო მანქანებზე და ავტობუსებზე.

ქვეყანაში უკვე 7 წელია მოიხმარება ევრო 5 სტანდარტის ბენზინი, 2023 წლიდან დიზელზეც ევრო 5-ს სტანდარტი ამოქმედდა.

ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მიმდინარეობს.

ყოველწლიურად ფართოვდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით 18 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური ფუნქციონირებს. 2026 წლამდე სადგურების რაოდენობის 27-მდე გაიზრდება და საქართველოს ექნება სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა,“- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!