ეკონომიკა

იგეგმება თუ არა ყურძნის სუფსიდირება წელს

0
გაზიარება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით,ჯერჯერობით რთველის სუბსიდირების ზუსტ ფორმაზე შეთანხმება არ მომხდარა.  მაგრამ საქართველოში წელს ყურძნის მასობრივი სუფსიდირება არ იგეგმება. წელს  დაფინანსება სავარაუდოდ, შეეხება თეთრ ყურძენს, რადგან ეს მიმართულება კრიზისშია.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ჯერჯერობით რთველის სუბსიდირების ზუსტ ფორმაზე შეთანხმება არ მომხდარა. დღესდღეობით ჩვენთვის მთავარი საექსპორტო პროდუქტი არის წითელი ღვინო. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როგორც გასულ წლებში, ისე მიმდინარე წელსაც წითელი ღვინის მიმართულებით არ ჩავერიოთ და შევინარჩუნოთ სრულიად თავისუფალი ბაზარი, სადაც მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს მთლიანად თამაშის წესებს.

თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არსებულ რეალობაში სასპირტე მიმართულება ყურძნისეული ექსპორტის შემცირებიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმე კრიზისშია. თეთრი ყურძენი, არის სასპირტე მიმართულება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რაიმე ფორმით აუცილებლად დაგვჭირდება მთავრობის ჩარევა, მათ შორის, სუბსიდიის მიამართულებით, ან შევიმუშავოთ რაიმე კომპლექსური მიდგომები“. – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ.

წყარო bpn

მსგავსი სიახლეები

ბინების ფასი 5%-ით მოიმატებს – „არსი“

სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის განცხადებით 2022 წლის ბოლომდე ბინების ფასები კიდევ 5%-ით გაიზრდება.  ამ დროისთვის უძრავი ქონების ღირებულება 20-25%-ით უკვე გაძვირებულია ლოკაციების მიხედვით.…

საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვის განმავლობაში იტალიაში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 34,761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, კი 22,805 მლნ აშშ…

27 სექტემბრის ვალუტის კურსი

27 სექტემბერს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ახალი გაცვლითი კურსით: 1 აშშ დოლარი 2.8344 ლარი ეღირება; 1 ევრო კი  2.7352 ლარი; 26 სექტემბერს 1 აშშ დოლარი 2.8286 ლარი ღირდა, ხოლო 1 ევრო - 2.7618

Business Insider: ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა

საერთაშორისო გამოცემა Business Insider-ი საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე სტატიას ავრცელებს და ხაზს უსვამს იმ უპირატესობებს, რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს. სტატიაში, რომლის სათაურია - „რატომ…

ოქტომბრიდან რუსეთი ზეთის ექსპორტზე გადასახადს ანულებს

რუსეთში მზესუმზირის ზეთისა და შროტის საექსპორტო გადასახადი ოქტომბერში ნულოვანი იქნება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი. ამჟამად ზეთზე გადასახადი ტონაზე 8 621,3 რუბლს (148…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!