დღის სიახლეებისიახლეები

ილონ მასკი ახალი ხელოვნური ინტელექტის, TruthGPT-ის შექმნას გეგმავს, რომელიც კონკურენციას OpenAI-სა და Google-ს გაუწევს

0
გაზიარება

უმდიდრესი ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი ახალი ხელოვნური ინტელექტის შექმნას გეგმავს, რომლის სახელწოდება TruthGPT იქნება და ის კონკურენციას OpenAI-სა და Google-ის ხელოვნურ ინტელექტებს გაუწევს

მასკის განმარტებით, TruthGPT-ს მთავარი დანიშნულება სამყაროში არსებული ჭეშმარიტებების აღმოჩენა და შეკითხვებზე დანამდვილებით სწორი პასუხების გაცემა იქნება, რაც ამ ეტაპზე OpenAI-ს მიერ შექმნილ ChatGPT-ის ინტერესებში არ შედის.

„ეს იქნება მაქსიმალური ჭეშმარიტების მაძიებელი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შეეცდება სამყაროს ნამდვილი ბუნება შეისწავლოს. ვიმედოვნებ, რომ TruthGPT უფრო მეტ სარგებელს მოუტანს კაცობრიობას, ვიდრე ზიანს“, – ამბობს მილიარდერი მეწარმე.

ხელოვნური ინტელექტის შექმნის გარდა, ილონ მასკი ახალი სუპერ აპლიკაციის შექმნასაც გეგმავს, რომლის სახელწოდება “X” იქნება. ამ მიზნის მისაღწევად მასკმა უკვე შეიძინა სოციალური პლატფორმა Twitter-ი და შესაბამისი სახელწოდების კომპანიაც დაარეგისტრირა – X Corporation.

ცოტა ხნის წინ მასკის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა უჩვეულოდ დიდი რაოდენობის მძლავრი კომპიუტერები და ვიდეო ბარათები შეიძინეს, მათ შორის NVIDIA-ს ისეთი ჩიპები, რომლებიც უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის გასავითარებლად გამოიყენება.

მსგავსი სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023…

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს…

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს…

მაისში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!