დღის სიახლეები

ილონ მასკის Starlink-ი საქართველოში ოპერირებას 2023 წლიდან დაიწყებს

0
გაზიარება

2023 წლიდან საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ თემაზე დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ დირექტორს ბენ მაკ უილიამსს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

კერძოდ, SpaceX საქართველო­ში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს გამოთქვა, როცა ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ. ლოს ანჯელესში გამართული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ საქართველოში SpaceX-ის პროექტ Starlink-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა.

პირველ ეტაპზე Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება.

წყარო : Bnp.ge

მსგავსი სიახლეები

ქართულ ბაზარზე ფისტა 1 000%-იანი ფასნამატით იყიდება

2023 წლის 4 თვეში საქართველოში ახალი და ხმელი ფისტის იმპორტი 3.3-ჯერ გაიზარდა.საქართველომ 883.6 ათასი აშშ დოლარის 523 ტონა ფისტა იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 261.7 ათასი დოლარის 259.4 ტონა თხილეული. წელს 1 კგ…

დღეიდან A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეუძლიათ

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, დღეიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყო A კატეგორიის…

დღეიდან პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

60 წელს გადაცილებული პირებისთვის შექმნილ პროგრამას - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ კერძო ობიექტები - „არენა“ და „ოლიმპიკი“ ემატება, რომელთა სარგებლობასაც პროგრამაში ჩართულ პირებს მერია სრულად დაუფინანსდებათ - ამის შესახებ…

გმირთა მოედანზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

გმირთა მოედანზე „ლაგუნას“ მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა კვლავ იგეგმება. კომპლექსი მოიცავს: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს. პროექტს ახორციელებს შპს…

1 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,5972 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0053 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 7733 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!