დღის სიახლეებისიახლეები

იმპორტირებული პომიდორი საქართველოში მინიმუმ 200%-იანი ფასნამატით იყიდება

0
გაზიარება

2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 3 229 250 აშშ დოლარის ღირებულების 7 568 ტონა პომიდორი შემოვიდა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, პომიდორის ძირითადი იმპორტიორი წელს თურქეთია, სადაც საქართველომ 3 136 470 აშშ დოლარის ღირებულების 7 382 ტონა პომიდორი იყიდა.

შედარებით მცირე რაოდენობით ექსპორტი განხორციელდა ასევე შემდეგი ქვეყნებიდან:

ირანი – 70 740 აშშ დოლარი (154 ტონა);

ეგვიპტე – 13 130 აშშ დოლარი (9 ტონა);

სირია – 8 910 აშშ დოლარი (23 ტონა).

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველომ 1 კგ. პომიდორი საშუალოდ 0,43 დოლარად იყიდა, რაც დაახლოებით 1-1.10 ლარის ფარგლებშია. საქართველოში კი მომხმარებლებს პროდუქტის შეძენა განსხვავებულ ფასად შეუძლიათ. პროდუქტის ღირებულება დამოკიდებული და განსხვავებულია პროდუქტის ხარისხის, ასევე იმის მიხედვით, თუ რომელ სავაჭრო ობიექტში შეიძენთ, თუმცა საშუალოდ პომიდორის ღირებულება 3 ლარიდან – 6 ლარამდე მერყეობს (არ ვიცით რა წილი მოდის აქედან ლოგისტიკურ ხარჯებზე). შედარებით კიდევ უფრო ძვირია ადგილობრივად სათბურებში წარმოებული პომიდორი, რომელიც იაფ იმპორტს კონკურენციას ვერ უწევს.

ყველაზე მინიმალური ღირებულების აღების შემთხვევაში, გამოდის, რომ იმპორტირებული პომიდორი საქართველოში მინიმუმ 200%-იანი ფასნამატით იყიდება.

მსგავსი სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023…

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს…

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს…

მაისში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!