დღის სიახლეებისიახლეები

იმპორტირებული ყურძენი 614%-ანი ფასნამატით იყიდება-ქსელურ მარკეტებში 1 კგ იმპორტირებული ყურძნის ღირებულება 22,50 ლარია

0
გაზიარება

საქართველოში ყურძნის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

იმპორტირებული ყურძენი 614%-ანი ფასნამატით იყიდება-ქსელურ მარკეტებში 1 კგ იმპორტირებული ყურძნის ღირებულება 22,50 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 5 067 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2022 წელს საქართველომ 4 111 ტონა ყურძნის იმპორტი განახორციელა, 2021 წელს 3 493 ტონის, 2020 წელს 2 335 ტონის და ა.შ.

გასულ წელს 5 067 ტონა პროდუქტი ქვეყანაში 5,910 მლნ აშშ დოლარად შემოვიდა, შესაბამისად 1 კგ იმპორტირებული ყურძნის ღირებულება საშუალოდ 1,17 აშშ დოლარია (გადასახადის გარეშე). ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით, 1 კგ-ის ფასი დაახლოებით, 3,15 ლარი გამოდის. ეს მაშინ, როდესაც, ქსელურ მარკეტებში 1 კგ იმპორტირებული ყურძნის ღირებულება 22,50 ლარია. გამოდის, 1 კგ პროდუქტი მაღაზიებში 614%-ანი ფასნამატით იყიდება.

1197796d-e5cf-4d81-ae4e-839bc5536cbe-1707381406.jpg

 

ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა:

  • სომხეთი – 2 986 ტონა (2,813 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი – 739.8 ტონა (717.6 ათასი აშშ დოლარი)
  • უზბეკეთი – 710.9 ტონა (1,117 მლნ აშშ დოლარი)
  • ირანი – 487.2 ტონა (893.5 ათასი აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდები – 82.4 ტონა (287.9 ათასი აშშ დოლარი)

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!