წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

Infinity

0
გაზიარება

კომპანია Infinity ციფრული მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც 7 წელია მომხმარებელს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით სრულ სერვისს სთავაზობს.

სერვისებს შორის არის : სოციალური სერვისის მართვა, ვებგვერდის დამზადება, ფოტო-ვიდეო გადაღება, სიოპტიმიზაცია, კონტექსტური რეკლამის მართვა, ვიდეო მონტაჟი, ანიმაციური ვიდეოს აწყობა, და ვიდეოპროდაქშენი.

კომპანია ამ დროისთვის მოღვაწეობს როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებთან. ქართულ კომპანიებს შორის არის : კულტურის სამინისტრო, თეკა, ბურგერ ბარი და სხვა.

მიუხედავად პროექტების მრავალფეროვნებისა კომპანიის ხელმძღვანელი, ედგარ აკოფოვმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს ,კულტურის სამინისტროს პროექტი გამოჰყო:

,, ჩვენთვის გამორჩეულ პროექტებს შორის არის კულტურის სამინისტროს პროექტი – «ჯორჯიან მოზაიკი». პროექტის ფარგლებში ყველა საქართველოში არსებულ მოზაიკას ერთ სივრცეში მოვუყარეთ თავი. შევქმენით პლათფორმა, IOS და ანდროიდ მომხმარებლებისთვის. ასევე, შეიქმნა ვებსაიტი, რაც უადვილებს ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მოძებნოს მოზაიკა, მის შესახებ ინფორმაცია და ადგილმდებარეობა»

May be an image of laptop, screen and text

რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, INFINITY ამ დროისთვის თანამშრომლობს პოლონეთის, ესპანეთის, უკრაინის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების კომპანიებთან. თუმცა ედგარის თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში საერთაშორისო ბაზარზე უფრო აქტიურად გასვლა იგეგმება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ პროექტში ჩართულია INFINITY-ის გუნდი, რომელიც ახალგაზრდა, ენერგიული თანამშრომლებისგან შედგება. მათი ნაწილი ოფისიდან, ხოლო ნაწილი დისტანციურად მათთვის მოქნილი გრაფიკით მუშაობს.

INFINITY-ის გუნდში არიან პროგრამისტები, ქოფირაითერები და მოუშენდიზაინერები, თუმცა სამომავლოდ სერვისების დამატებასთან ერთად გუნდის გაზრდაც იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

Elma

სურნელი, დახვეწილობა, სილამაზე, საჭიროება, ამ შტრიხების ერთობლიობა ქმნის ELMA-ს პროდუქტებს და ხდის მას განსაკუთრებულს. თითოეული პროდუქტის შექმნა შემოქმედებითი პროცესი და “ElMA”-ს გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. ყველაფერი…

Sake Sushi Bar

SAKE SUSHI BAR-ში შეგიძლიათ დააგემოვნოთ იაპონიიდან მოწვეული მზარეულების მიერ მომზადებული იაპონური კერძები და საფირმო სუში..

BUSINESS CHAMPIONS LEAGUE

BUSINESS CHAMPIONS LEAGUE - 2008 წელს დაარსა და მას შემდეგ სამოყვარულო ჩემპიონატს ატარებს მინი ფეხბურთში. ღონისძიება კომერციულ ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების გუნდებს აერთიანებს. აღნიშნული გათამაშება მთელი თავისი…

Joma Sport Georgia

Joma Sport Georgia - ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA ოფიციალური წარმომადგენელობაა საქართველოში. Joma-ს ისტორია 1965 წლიდან იწყება. Joma აწარმოებს სპორტულ ტანსაცმელეს, ფეხსაცმელს და  ტანსაცმელს სხვადასხვა სპორტის სფეროსთვის,…

Rovart

კომპანია “ROVART” 2006 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი საქმიანობა ნებისმიერი ფორმის და დიზაინის ავეჯის  დამზადებაა. კომპანია ორიენტირებულია ხარისხიანი მასალების გამოყენებაზე რითაც მიიღება გამძლე და მაღალი ხარისხის ავეჯი, შეკვეთის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!