ბიზნესიდღის სიახლეებიმოგზაურობამცხეთა-მთიანეთირეგიონებისასტუმროები

“ინსიონი” – ჯადოსნური ადგილი სიონის ტბაზე

0
გაზიარება

დღეს, როცა ტურიზმის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მნიშვნელობა განსაკუთრებით მზარდია, ხოლო ვიზიტორები, მათ შორის, შიდა ბაზრის წარმომადგენლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ქვეყნის პოტენციალის გაცნობით, თიანეთის მხარემ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ულამაზესი ბუნება, ადგილობრივი კულტურა და გამორჩეული სამზარეულო სხვადასხვა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა კოტეჯების კომპლექსი „ინსიონი“.

„ინსიონის“ კოტეჯები თიანეთში, დაბა სიონის ტერიტორიაზე, ტბის პირასაა განლაგებული და საოცარი პეიზაჟებით იზიდავს ტურისტებს.

ამ ეტაპზე ტერიტორიაზე სამი კოტეჯი და საერთო ფაცხაა განთავსებული, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში შეიკრიბონ და დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი როგორც კოტეჯების ლოკაციის შერჩევის, ისე მათი მოწყობისთვის.

კოტეჯები მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, სიონის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისიდან 60 კმ. დაშორებით, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის მანძილზე.

ეკოლოგიურად სუფთა ხისგან დამზადებული, თბოენერგოეფექტური  კოტეჯი გათვლილია მაქსიმუმ, 3 ადამიანზე. მომხმარებელს დახვდება ცენტრალური გათბობა, ცივი და ცხელი წყალი, კონდიციონერი, მუდმივი ელექტრომომარაგება, სწრაფი ინტერნეტი, ტელევიზორი, სველი წერტილი და სხვ.

გარეპერიმეტრზე განთავსებული ხის ფანჩატური  15 ადამიანზეა გათვლილი და მოწყობილია ავეჯითა და კომუნიკაციებით.

ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი კომპანიას:  „ოდაჰაუსი“ თანამშრომლობისა და ჩვენი იდეის ხარისხიანი ხორცშესხმისთვის.“ – განაცხადა „ინსიონის“ დამფუძნებელმა ლევან ზაუტაშვილმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს.

„ინსიონში“ ზღაპრული მოგზაურობა  მისასვლელი გზიდან იწყება. გზის ძირითადი ნაწილი საბადურის ტყეზე გადის, რომელიც ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია, თუმცა ზამთარში და შემოდგომაზე განსაკუთრებით ჯადოსნურია… აქ დაგხვდებათ სუფთა ჰაერი, ცურვისა და თევზაობის მოყვარულებს –  ტბა.  კეთილმოწყობილი გარემო, კომუნიკაციები და სასტუმროს ტიპის მომსახურება მომხმარებლისთვის კომფორტულ პირობებს ქმნის. როგორც ლევან ზაუტაშვილი აღნიშნაბს, მიუხედავად იმისა რომ, სასტუმრო ახალი გახსნილია, არაერთი შემთხვევა ყოფილა კმაყოფილი სტუმრის ხელმეორედ დაბრუნებისა.

მიუხედავად მაღალი კონკურენციისა და მცირე დროისა, „ინსიონი“ უკვე გახდა სტუმრებისთვის საყვარელი და გამორჩეული ადგილი.

ოცდამერთე საუკუნეში შექმნილი მკაცრი კონკურენციის პირობებში ჩვენ ცდილობთ, ბაზარზე  სტაბილური ადგილი მოვიპოვოთ. კოტეჯების კომპლექსში სტუმრებისთვის სასურველი გარემოა შექმნილი. კმაყოფილი მომხმარებელი კი წარმატების საუკეთესო ინდიკატორია!“

 

მოთხოვნისა და პოპულარობის ზრდასთან ერთად, სამომავლოდ „ინსიონის“ გაფართოება და ახალი ლოკაციების ათვისება იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!