მიკროპროცესორების მომწოდებელმა ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, ამერიკული Intel-ი რუსეთში მუშაობას აჩერებს. ამის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და იქ მიმდინარე ომი სახელდება.
„დაუყოვნებლივ ვაჩერებთ ყველა საქმიან ოპერაციას რუსეთში. ეს ჩვენი წინა გადაწყვეტილების გაგრძელებაა, როდესაც რუსეთსა და ბელარუსში მიწოდების შეწყვეტის შესახებ განვაცხადეთ“, – აღნიშნულა განცხადებაში.
Intel-ში კვლავ აცხადებენ, რომ გმობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და მხარს უჭერენ დაზარალებულებს.