დღის სიახლეებისიახლეები

IQ-ს საშუალო მაჩვენებლის მიხედვით საქართველო 198 ქვეყნას შორის 84-ე-ე ადგილს იკავებს 

0
გაზიარება

World Population Review რიჩარდ ლინისა და დევით ბეკერის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს 198 ქვეყნის IQ-ს საშუალო მაჩვენებელს. რეიტინგში საქართველო 84-ე-ე ადგილს იკავებს. კვლევის თანახმად, საქართველოში საშუალო მაჩვენებელი 84.5-ს შეადგენს.

რეიტინგში ყველაზე მაღალი IQ-ს მაჩვენებელი იაპონიას აქვს, რომლის საშუალო ქულა 106.48-ს შეადგენს.  ათეული ასე გამოიყურება:

  • იაპონია – 106.48
  • ტაივანი – 106.47
  • სინგაპური – 105.89
  • ჰონგ-კონგი – 105.37
  • ჩინეთი – 104.1
  • სამხრეთ კორეა – 102.35
  • ბელარუსი – 101.6
  • ფინეთი – 101.2
  • ლიხტენშტაინი – 101.07
  • გერმანია – 100.74

ინფორმაციისთვის, „ინტელექტის კოეფიციენტი“ არის ინდივიდის კოგნიტური შესაძლებლობების საზომი საერთო პოპულაციასთან შედარებით. ის გამოითვლება სტანდარტიზებული ტესტებით, რომლებიც შექმნილია ადამიანის ინტელექტის შესაფასებლად. IQ ტესტების უმეტესობაში, IQ-ის საშუალო კოეფიციენტი 100-ზე დგინდება.

IQ-ის გაზომვის პროცესი მოიცავს ტესტების სერიას, რომელიც აფასებს ინტელექტის სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის მეხსიერებას, პრობლემის გადაჭრის უნარს, მათემატიკურ უნარსა და ლინგვისტურ უნარებს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ „IQ არის კოგნიტური შესაძლებლობების მხოლოდ ერთი საზომი და არ ასახავს ადამიანის ინტელექტის ყველა ასპექტს. გარდა ამისა, ქვეყნის საშუალო IQ არ არის მისი მოქალაქეების პოტენციალისა და შესაძლებლობების საბოლოო საზომი“.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!