პორტალი Today-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შემწეობაზე განაცხადის შევსება მაქსიმუმ სამ ცხოველზე იქნება შესაძლებელი, ანუ გადახდის მაქსიმალური ოდენობა წელიწადში 450 ევროს შეადგენს. ბონუსი გადაეცემათ ადამიანებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 15 000 ევროს არ აღემატება, ხოლო თუ შემოსავალი კიდევ უფრო დაბალი, ანუ წელიწადში 7 000 ევროზე ნაკლებია, მაშინ შემწეობის ოდენობა მაქსიმალურ ლიმიტამდე, 900 ევრომდე გაორმაგდება. ბონუსის მისაღებად მეპატრონეებმა შინაური ცხოველები სპეციალურ რეესტრში უნდა დაარეგისტრირონ.იტალიის ხელისუფლება ცხოველთა უფლებების დასაცავად და შინაური ცხოველების მქონე ოჯახების მხარდასაჭერად სხვა ინიციატივებსაც განიხილავს. მაგალითად, ერთ-ერთი წინადადებით, შინაური ცხოველების საკვებზე დღგ-ის ოდენობა 4%-მდე, ხოლო ვეტერინარულ დახმარებაზე 10%-მდე უნდა შემცირდეს
- მთავარი
- დღის სიახლეები
- იტალიაში შინაური ცხოველების მეპატრონეები ყოველწლიურად თითოეულ შინაურ ცხოველზე 150 ევროს მიიღებენ
იტალიაში შინაური ცხოველების მეპატრონეები ყოველწლიურად თითოეულ შინაურ ცხოველზე 150 ევროს მიიღებენ
მსგავსი სიახლეები
2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა
2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…
ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს
ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…
საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა
Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…
23 მარტის ვალუტის კურსი
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…
საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურება 300 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს
მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის…