იტალიელების, დაახლოებით, 40% ნოტრიფობიით იტანჯება. ესაა ზაფხულში სამოგზაუროდ არწასვლის შიშია. ნფორმაცია ამის შესახებ პორტალ PiratinViaggio-ს კვლევისა და გამოკითხვის შედეგებში წერია.
ნოტრიფობია შედარებით ახალი ტერმინია და ეხება შიშს, რომელიც ადამიანებში მაშინ ჩნდება, როცა უახლოეს მომავალში მოგზაურობა არ აქვთ დაგეგმილი. აღნიშნული შიში ძირითადად, იმ ახალგაზრდებს აწუხებთ, რომლებიც, საშუალოდ, ოციდან ოცდაათ წლამდე არიან, განსაკუთრებით, თუ ისინი Z-თაობას მიეკუთვნებიან.
ექსპერტების დასკვნით, მოგზაურობის დაგეგმვა ისეთ დადებით ემოციებს უძღვის წინ, როგორიც არის ბედნიერება, ხოლო მომავალი მოგზაურობის არარსებობა ადამიანებში შფოთვისა და იმედგაცრუების მსგავს შეგრძნებას იწვევს.
გამოკითხვაში მონაწილე იტალიელებმა განაცხადეს, რომ მოგზაურობის პერსპექტივის არარსებობა ყოველდღიურ საქმიანობაში მათ ფსიქიკურ დისკომფორტს უქმნის, მათმა 60%-მა აღნიშნა, რომ მოგზაურობა მათ სტრესის მოხსნაში ეხმარება, ხოლო უმეტესობა მზად არის, მოგზაურობისთვის რესტორნებში ვახშმობასა და საყიდლებზე უარი თქვას.