წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

ქართული ღვინის გილდია

0
გაზიარება

ქართული ღვინის გილდია“ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა მეწარმეთა კონსულტაციას, ტრენინგებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული, მეღვინოებისა და დეგუსტაციის შემსწავლელი პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებას მოიცავს.

სასწავლო პროგრამები და ტრენინგები განკუთვნილია, ღვინის წარმოების სექტორში, ღვინის ბიზნესში დასაქმებულ და ჩართულ პირთათვის და სტარტაპერებისათვის. სასწავლო და საკონსულტაციო საქმიანობაში ჩართულნი არიან დარგის ცნობადი და ღირსეული წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ისე პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება.

2018 წლის ნოემბრიდან დღემდე აღნიშნულმა ორგანიზაციამ განახორციელა მეღვინეობა-მევანახეობის მიმართულებით 8 სასწავლო კურსი და 12 მოკლევადიანი ტრენინგი, მათ შორის ბიომეღვინეობის, მევენახეობის, მეღვინეობის რეგულაცია და სერტიფიცირებისა და ღვინის მარკეტინგის შემსწავლელი ტრენინგ-კურსები, ასევე ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დეგუსტაციის, ,,მეღვინეობა I“ და ,,მეღვინეობა II“ სასწავლო კურსები ძირითადად ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასების სწავლებას ემსახურებოდა. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ვებგვერდსა www.studywine.ge და ფეისბუქ გვერდზე. ამ მოკლე პერიოდში მეღვინეობა-მევანახეობის შემსწავლელ კურსებზე მსმენელთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 347ს.

ქართული ღვინის გილდიის” კვალიფიციური გუნდი მეწარმეებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერული მიდგომების, ბაზრის მოთხოვნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი საერთაშორისო კონკურსების შესახებ. ორგანიზაციის საქმიანობა ასევე ითვალისწინებს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელთა ინფორმირებას, გემოვნების განვითარებასა და ხარისხის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ცოდნის გადაცემას.

საკონსულტაციო საქმიანობით მოპოვებული ნდობის საფუძველზე, 2019 წლიდან მიმდინარეობს პროექტი ,,საქართველოს საუკეთესო ღვინოები“. პროექტის ფარგლებში, პროდუქციის ხარისხის მონიტორინგის მიზნით, ტარდება ქართველი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ბრმა დეგუსტაციები. ვებგვერდზე www.topgeorgian.wine, განთავსებულია ალკოჰოლური სასმელები, რომლებსაც 100 ქულიანი შეფასების სისტემით, მინიჭებული აქვთ 80 ქულაზე მაღალი შეფასება.

2020 წლის 10 აპრილის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებებით მიენიჭა პროფესიული გადამზადების პროგრამების „ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციია“ და „ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიები“ განხორციელების უფლება.

პროგრამები შემუშავებულია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული დოკუმენტების გათვალისწინებით, საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა. პროგრამის შინაარსი, სტრუქტურა, გამოყენებული სწავლების მეთოდები მიზანმიმართულია ისეთი დეგუსტატორებისა და მეღვინე-ტექნოლოგების მოსამზადებლად, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და შეეძლებათ დასაქმდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

აღნიშნულ პროგრამებზე სწავლება გრძელდება 2020 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, „ღვინისა და ყურძნისეული წარმოშბის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციია“ განხორციელდა მხოლოდ ოთხჯერ (4 ჯგუფი), ხოლო „ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიები“ ორჯერ (2 ჯგუფი). კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენს 101-ს. სწავლების დაწყებამდე დაფინანსების მოთხოვნის მიზნით წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, ორივე პროგრამის პირველ ჯგუფზე პედაგოგებისა და პროგრამის განმახორციელებელი დამხმარე პერსონალის ხელფასები დაფინანსდა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, ხოლო მეორე ჯგუფზე – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს ორგანიზაცია მონაწილეობდა პროექტში „პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში – სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“, რომელიც ხორციელდებოდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (აგრო დუო) მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით. პროექტის ფარგლებში მოვიპოვეთ გრანტი ახალი პროფესიული გადამზადების პროგრამის „მევენახეობა“ განხორციელებისთვის.

ამასთანავე, 2022 წლის 28 მაისიდან ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ქართული ღვინის გილდია“, ფერმერთა და მცირე საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელთა მხარდაჭერისა და საქამიანობისათვის საჭირო ცოდნის გაღრმავების მიზნით, ახორციელებს პროექტს „სპეციფიური ცოდნა სოფლის მეურნეობისა და აგრო-მეწარმეობის განვითარებისათვის“. მიმდინარე პროექტის ფარგლებში ტრენინგ-კურსები ჩატარდა გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ამ ეტაპისთვის კიდევ იგეგმება კურსების გახნორციელება ქვემო ქართლის მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები

TWINS Fitness CLUB

თუ ჯერ კიდევ არ იცი სად ივარჯიშო TWINS Fitness CLUB ზუსტად ის ადგილია, რომელსაც ეძებ. ადგილი პროფესიონალი გუნდითა და შესაბამისი ინტერიერით. ნომერი : 574 11 67 67 მისამართი : რუსთავი, შარტავას 12ა

კარაოკე კლუბი D1/ დივან

გაატარე დაუვიწყარი ღამე D1-ში! შესვლა უფასოა  ბარი მუშაობს: 21:00 - 05:00  დაჯავშნეთ მაგიდა: +995 558 20 32 00 | +995 551 11 69 16 მდებარეობა - შარდენი, რკინის რიგი №11

რესტორანი ტერასა

რესტორანი "ტერასა" გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს, განსხვავებულ მუსიკალურ პროგრამას და უგემრიელეს კერძებს. დაგეგმე შენთვის მნიშვნელოვანი დღეს რესტორან "ტერასაში" და გახადე კიდევ უფრო დაუვიწყარი. ნომერი : 574…

რესტორანი კრომბახერი

გაატარე სასიამოვნო საღამო რესტორან "კრომბახერში". დააგემოვნეთ უგემრიელესი კერძები და მიირთვით გამორჩეული გერმანული ლუდი - PAULANER და KROMBACHER ან ჩეხური BUDWEISER. "კრომბახერი" იდეალური ადგილია სპორტის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!