დიზაინიდღის სიახლეები

ქართული კომპანიები ტყავის საერთაშორისო გამოფენაზე Micam & Mipel Milano წარდგნენ

0
გაზიარება

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა მილანის საერთაშორისო გამოფენაზე „Micam & Mipel Milano” დასწრება შეძლეს, სადაც ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ტყავის და ტყავის შემცვლელი პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც 18-20 სექტემბერს გაიმართა, კომპანიებმა მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან. პროდუქციით დაინტერესდნენ იტალიიდან, აშშ-დან და ნიგერიიდან. ასევე, მოლაპარაკებები აქვთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა კანადა, სამხრეთ კორეა, თურქეთი, პოლონეთი, კოლუმბია, ბრაზილია, ისრაელი, გერმანია, საბერძნეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ჩინეთი, იაპონია და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ღონისძიება 6 ქართული კომპანია ესწრებოდა – „გეფერინი“, „კოსმო“, „იდეა ფიქსი“, „ჯეონი“, „გროში“ და „ფაცაცია ნინი“.

სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ტყავის და ტყავის შემცვლელია პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე არიან წარმოდგენილნი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!