წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

კარულა – karula

0
გაზიარება

დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგად 2022 წელს კომპანია „კარულა“ დაარსდა, რომელიც მომხმარებლებს კარის სახელურების, სრულიად განსხვავებულ და ესთეტიურ დიზაინებთან ერთად, კარისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობებს :  გამაჩერებლები, საკიდები, მექანიზმები… სთავაზობს და რაც მთავარია „კარულა“ს სახელურები მაღალი სტანდარტების დაცვით მზადდება, რომელიც პრემიუმ-კლასის ხარისხს წარმოადგენს.

„კარულას“ ყოველი მოდელი ლაბორატორიულ ტესტირებას გადის, ფერსა და ფუნქციონირებაზე. კომპანია მომხმარებლების მიერ მიწოდებული დიზაინის მიხედვით პრემიუმ-კლასის სახელურების დამზადებასაც უზრუნველყოფს.

„ჩემი და ჩემი პარტნიორის, მუხრან ცარციძის საქმიანობიდან (კარის წარმოება) გამომდინარე, რთული მისახვედრი არ იყო, რომ საქართველოში მომხმარებლებს ძალიან უჭირდათ მათთვის სასურველი, ლამაზი, განსხვავებული და ამავე დროს მაღალი ხარისხის სახელურების შეერჩიათ კარისთვის. ასე, რომ სურვილი სწორედ მომხმარებლისგან მოდიოდა, შემდგომ უკვე იდეა რეალურ მიზნად გადაიქცა და ზუსტად გაიწერა რისი შეთავაზება გვსურდა/ შეგვეძლო, სად და როგორ შეიძლებოდა მათი დამზადება. ჩვენ შევქმენით სახელურების კომპანია, რომელიც ესთეტიკას და ხარისხს აერთიანებს, ვეწინააღმდეგებით იმ იდეას, რომ სახელურს მხოლოდ ფუნქციური დატვირთვა აქვს. ვთვლით, რომ შიდა კარის სახელური დიდ როლს თამაშობს ინტერიერში და მას დეკორაციის ფუნქციაც აქვს. სახელურის არასწორად შერჩეული დიზაინი, სრულიად კარგავს კარის იერსახეს-ყველაფერში შესაძლებელია ვიპოვოთ ხელოვნება.

დღეს კარულას სახელურების შეძენა ბათუმსა და თბილისშია შესაძლებელი,  ჩვენი სამომავლო მიზანია, რომ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავხსნათ ფილალები. ჯერჯერობით სრული რესურსი თანამშრომლებსა და პროდუქტის ტექნიკას ხმარდება, სამომავლო მიზანია, რომ დიზაინის ფართო არჩევანი შევქმნათ, მრავალფეროვანი სახელურებითა და სხვა საჭირო აღჭურვილობით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშობა  ისეთ დიზაინებზე, რომლებიც ჯერ არსად, არასდროს არ ყოფილა და იქნება ექსკლუზიური მსოფლიოს მასშტაბით“ – გურამ გავაშელიშვილი, კომპანია „კარულას“ დამფუძნებელი

კომპანია „კარულას“ უპირატესობას ბაზარზე პროდუქტის დიზაინი და პრემიუმ-კლაის წარმოადგენს, სწორედ ამ ნიშით დაიმკვიდრა თავი ბაზარზე და სამომავლოდ ქართულ ბრენდ „კარულას“ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ვიხილავთ, პრემიუმ ხარისხის  ექსკლუზიური დიზაინებით

მის: თბილისი, წერეთლის 126;  ბათუმი, პუშკინის 37

ტელ : 558363021, 591626662

 

მსგავსი სიახლეები

ბადიში • Badishi

ბადიში • Badishi არის გურული საოჯახო ფირმა, რომელიც გურიაში, გურული დარაიონებული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით…

Hometta • ჰომეტა

Hometta • ჰომეტა ავეჯის საწარმოა, რომელიც ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას, რეალობაში ასახავს. კომპანია Hometta • ჰომეტა გთავაზობთ…

Jer.ge/ჯერჯი

Jer.ge/ჯერჯი არის ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს, შექმნას სივრცე, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს მისთვის საჭირო/სასურველი ხარისხიანი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლოს ადგილზე…

დელ ჰაუსი

კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია - „დელ ჰაუსი“  2009 წელს შეიქმნა და მომხმარებლებს სურვილის და მოთხოვნების შესაბამისად, მაღალი სტანდარტის, თანამედროვე სტილისა და ყველა სირთულის მდფ-ის შიდა კარს სთავაზობს. კომპანიის…

Anna J

ბრენდი "Anna J" უკვე მეათე წელია მომხმარებლებს ხელით და დაზგაზე ნაქსოვ ტანსაცმელს და აქსესუარებს სთავაზობს. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისთვის. ბრენდი ოთხივე სეზონის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!