დღის სიახლეებისიახლეები

ხელოვნური ინტელექტი 2025 წელს ადამიანზე ჭკვიანი იქნება

0
გაზიარება

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებლის და ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი მოდელების შესაძლებლობები ადამიანის გონებას უკვე 2025 წლის ბოლოსთვის გადააჭარბებს.

„ვვარაუდობ, რომ, დაახლოებით, მომავალი წლის ბოლოს გვექნება AI, რომელიც ყველაზე ჭკვიან ადამიანზე უფრო ჭკვიანი იქნება,“ – ამბობს მასკი.

მასკის პროგნოზით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული, ზოგადი ხელოვნური ინტელექტის (Artificial General Intelligence-AGI) შესაძლებლობები, რომელსაც ადამიანის დონეზე გონებრივი სამუშაოს შესრულება შეუძლია, ყველა ადამიანის შესაძლებლობებს გადააჭარბებს.

მასკის თქმით, ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებას ამჟამად მოწინავე ჩიპების დეფიციტი უშლის ხელს. მაგალითად, თავად მასკის სტარტაპი, xAI-ი მოდელ Grok 2-ის ვერსიას ასწავლის, რომელიც, მილიარდერის აზრით, კომპანია OpenAI-ის GPT-4-ზე უკეთესი იქნება. Grok 2-ის დატრენინგებას Nvidia H100-ის 20,000 ჩიპი დასჭირდა, ხოლო უფრო მოწინავე Grok 3-ისთვის, დაახლოებით, 100,000 ჩიპი იქნება საჭირო.

მასკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომდევნო ერთ ან ორ წელიწადში AI-ის განვითარებისთვის გადამწყვეტი ელექტრომომარაგება იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!