ქართული წარმოებაRSS კატეგორიამარკეტინგი და გაყიდვებისაინტერესო სიახლეებისტარტაპები

kohi.ge ხის სახლების წარმოებას ევროკავშირის ქვეყნებშიც გეგმავს

0
გაზიარება

ხის სახლებისა და კოტეჯების მწარმოებელი ქართული ბრენდი kohi.ge წარმოების გაფართოებასა და ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე გასვლას გეგმავს. ახალი სავაჭრო სივრცის ათვისებამდე, კომპანიას არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია, რომელიც ძირითადად მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან იყო დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გაყიდვების შემცირებისა, kohi.ge-ის პროდუქციაზე, კონკურენტებისაგან განსხვავებით, ფასები არ გაუზრდია, რადგან მასალის პრობლემა მოაგვარა, რუსული იმპორტისგან დამოუკიდებელი გახდა და თითქმის სრულად ქართულ წარმოებაზე გადავიდა.

ომისგან გამოწვეულმა კრიზისმა მკვეთრად გააძვირა პროდუქციის ღირებულება. მაღალმთიან ტყეში ჯერ მოუჭრელ ქართულ ხეზე ფასი საგრძნობლად არის  გაზრდილი. თუ  ადრე  1  კუბური მეტრი ღირდა 50 ლარი, ახლა მისი ფასი 190 ლარი გახდა. გარდა ამისა, საქართველოში ამ ბაზარს ბევრი რეგულაცია აქვს, თუ შესაბამისი ლიცენზია კომპანიას არ აქვს, ხე ვერც მოიჭრება და ვერც გადამუშავდება.  Kohi.ge არ ჭრის ხეს ტყეში, არამედ მას ჰყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც აწვდიან ახალ მოჭრილ ფიცარს.

რაც შეეხება მოსაპირკეთებელ მასალას, მომწოდებელი ამ შემთხვევაშიც პარტნიორი კომპანიაა, რომელმაც ნატახტარში მოსაპირკეთებელი მასალის წარმოება დაიწყო, მათი ფასებიც რუსეთიდან იმპორტირებულზე გაცილებით ნაკლებია.

kohi.ge-ის განმარტებით, მათი  სახლები, მალე  ევროკავშირშიც გამოჩნდება, რომელსაც  წარწერა „დამზადებულია საქართველოში“ ექნება, თუმცა  ამ  ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომმა სახლების ევროპაში ექსპორტი შეაჩერა.  „kohi.ge“ ბულგარეთში შვილობილ კომპანიასაც  ფლობს, რომელიც  სახლებს ევროპის ქვეყნებისთვის ამზადებს.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!