კომერციულ ბანკებს გირავნობის უზრუნველყოფის სახით მთლიანად 99 204 მლრდ ლარის აქტივები აქვთ მიღებული, აქტივების მესამედი, 33,5 მლრდ ლარი კი საცხოვრებელზე მოდის – ინფორმაცია აღნიშნულია ბანკების 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებში. აქტივებში შედის როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და ა.შ.
ყველაზე დიდი მოცულობით გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზეა – 40,778 მლრდ ლარი, შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“ 38,933 მლრდ ლარით, მესამე ადგილზე კი არის „ლიბერთი ბანკი“ – 5,239 მლრდ ლარის აქტივით. ხოლო კონკრეტულად საცხოვრებელს, გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებულ აქტივების მოცულობით პირველ და მეორე ადგილს „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ინაწილებენ. Top-5 კი ასე გამოიყურება:
„თიბისი ბანკი“ – 15,373 მლრდ ლარი
„საქართველოს ბანკი“ – 13,799 მლრდ ლარი
„ბაზის ბანკი“ – 1,186 მლრდ ლარი
„ტერა ბანკი“ – 762,2 მლნ ლარი
„ლიბერთი ბანკი“ – 726,5 მლნ ლარი